ფეხბურთი

13:21 | 16.07.2020 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი - მესის მომავლის შესახებ

„ბარსელონას“ შემტევმა, ლუის სუარესმა, ჟურნალისტებს ლიონელ მესის კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ესაუბრა.

„ვერ წარმომიდგენია მესი სხვა გუნდში. ლეო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას იმის მიხედვით თუ რა უკეთესია მისთვის და ოჯახისთვის. ახლო მეგობარი ვარ და ყოველთვის ვურჩევ ხოლმე, ითამაშოს იქ, სადაც თავს ბედნიერად და კომფორტულად იგრძნობს.

ვფიქრობ, მისი ოჯახი ბარსელონაში ბედნიერია, ამიტომ აქ უნდა გააგრძელოს გარჯა. თუ შეატყობს, რომ სხვაგან მიუწევს გული, თავად გააკეთებს არჩევანს.“ - ციტირებს ურუგვაელის სიტყვებს Daily Mail.

ბოლო დროს ესპანურ მედიაში ხშირად ჩნდება ცნობები, თითქოს არგენტინელი უკმაყოფილოა „ბარსელონაში“ თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და კლუბის შეცვლას ფიქრობს. სავარაუდოდ, ასეთად „მანჩესტერ სიტის“ ასახელებენ, რომელსაც ექსბარსელონელი პეპ გვარდიოლა წვრთნის.

0.122343