„იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. სატრანსფერო ცნობა ესპანურმა და იტალიურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურეს.
„ბარსამ“ 30 წლის პიანიჩს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი ევრო იქნება.
ბოსნიელის ღირებულებამ 60 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო დაემატება. მირალემი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იტალიაში დარჩება.
ცნობისთვის, ასევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიელი არტური „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ გადავიდა. მირალემ პიანიჩი „იუვეს“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 171 მატჩში 22 გოლი გაიტანა.