ფეხბურთი

19:42 | 29.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: არტურ მელო "იუვენტუსის" ფეხბურთელია

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი არტურ მელო კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის ღირებულებამ 72 მილიონი ევრო შეადგინა, რასაც 10 მილიონი ევრო ბონუსის სახით დაემატება. ფეხბურთელი მიმდინარე სეზონს „ბლაუგრანაში“ დაასრულებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავა იტალიაში.

„ბარსელონაში“ გააგრძელებს კარიერას მირალემ პიანიჩი, "იუვენტუსის" ვებგვერდმა ეს ცნობა უკვე დაადასტურა და ისიც მიმდინარე სეზონს იტალიაში დაასრულებს.

არტური „ბარსელონაში“ 2018 წელს „გრემიოდან“ გადავიდა და 72 მატჩში 4 გოლი გაიტანა. რაც შეეხება პიანიჩს, „იუვენტუსს“ 2016 წელს „რომადან“ შეუერთდა და დღემდე 171 შეხვედრაში თავი 22-ჯერ გამოიჩინა.

0.117019