ფეხბურთი

15:05 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში

ვარშავის „ლეგიას“ ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას XXXI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებური სწორედ ლიგის ვებგვერდმა გამოარჩია.

ეს გასაკვირი არაა, რადგან ვაკოს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა „სლასკთან“ და დუბლი შეასრულა. ქართველისთვის მიმდინარე სეზონში მესამე სიმბოლური ნაკრებია.

აქვე გეტყვით, რომ გვილიას 31 მატჩში 7 გოლი აქვს ექსტრაკლასაში გატანილი (ამასთან 5 საგოლე პასი), ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით თავი 10-ჯერ გამოიჩინა.

0.12028