კალათბურთი

2:06 | 18.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ სეზონი 7 ქულით და 9 მოხსნით განაახლა, "ბასკონიამ" - გამარჯვებით (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ენდესა ახალი ფორმატით დაიწყო და სამთვიანი პაუზის შემდეგ კალათბურთელები მოედანს დაუბრუნდნენ.

A ჯგუფში წარმატებული სტარტი აიღო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც ბასკურ დერბიში „ბილბაო“ ადვილად დაჯაბნა. ვიტორიელები უპირატესობას ოთხივე პერიოდში ფლობდნენ და ანგარიშიც მეტყველებს ყველაფერზე - 84:67.

„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 25:29 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შენგელიამ 7-დან მხოლოდ 3 ორქულიანი (43%) და 3-დან 1 საჯარიმო (33%) ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ხუთჯერ ააცილა (0%). შეტევაში მეტწილად უზუსტო თამაშმა ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტზე ძალიან იმოქმედა - 5.

მეტ ჯენინგს მხოლოდ 10:37 წუთით მიეცა თავის გამოჩენის შანსი და ამ პერიოდში 3 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს.

„ბასკონიამ“ მეორე ტურის მატჩს 19 ივნისს ჩაატარებს და მისი მეტოქე გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფე“ იქნება, რომელიც დღეს „უნიკახასთან“ დამარცხდა.

0.13497