სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:55 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულეს (+VIDEO)
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

30 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად, ხაშურის სტადიონის მშენებლობა მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ხაშურში მშენებარე სტადიონის შესახებ კომენტარის სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გააკეთა:

"დღეს ვიმყოფებით ხაშურში, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობა მოვინახულეთ. აღნიშნული პროექტი არამხოლოდ ხაშურისთვის არამედ მთლიანად ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. მიხარია, რომ პანდემიის გამო არსებული ვითარების მიუხედავად მშენებლობა კვლავ მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის პროექტი სრულად დასრულდება.

ხაშური საკმაოდ დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქალაქია, თუმცა ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ადგილობრივები და განსაკუთრებით ბავშვები ფეხბურთში ჩართავს ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი ხორციელდება. ვფიქრობ, რომ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

ხაშურში პირადად მაქვს ნათამაშები და კარგად მახსოვს თუ რამხელა ინტერესი იყო ფეხბურთის მიმართ. სამწუხაროდ, იმ მიზეზების გამო, რომელიც მე უკვე ვახსენე ბოლო წლებში ეს ასე აღარ იყო. მსურს, რომ მადლობა გადავუხადო ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ქალაქის მერს და რა თქმა უნდა, მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომლის დაფინანსებითაც შენდება აღნიშნული სტადიონი.

პროექტი ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობის არის იმისთვის, რომ ხაშურში და მთლიანად რეგიონში ფეხბურთის უფრო დიდი პოპულარიზაცია მოხდეს. ფეხბურთის ფედერაციისთვის და პირდად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულია, რომ ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მეტი ინფრასტრუქტურა მოეწყოს."

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.128744
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X