ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტმა საფრანგეთის მთავრობა წერილი გაუგზავნა და სეზონის განახლების იმედს გამოთქვამს.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთში სეზონი ოფიციალურად დასრულდა, ჩემპიონად პსჟ გამოცხადდა, ევროსაგზურებიც გადანაწილდა. „ლიონი“ კი ევროტურნირებს მიღმა დარჩა და ოლაც ბედს არ ეგუება.
„დაშვებული შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია. 2 ივნისს წარმოდგენილი იქნება სეზონის განახლების შესაძლებლობა, ჯანდაცვის პროტოკოლის მიღებით და დაცვით, რომელიც პირველ რიგში ვარჯიშებდამდე და შემდეგ სეზონის განახლებამდე მიგვიყვანს, ივლისის ან აგვისტოს თვეში.
საფრანგეთში ჩვენ ჯამბაზები ვიყავით. სატელევიზიო უფლებებისთვის გადასახადების შეჩერებამ მრავალი კლუბი აიძულა სეზონის განახლების წინააღმდეგ გამოსულიყო. თუმცა, დღეს უკან დაბრუნებისთვის ძალიან გვიანია. საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახავთ ვინ იქნება ნამდვილი ჯამბაზი“, - ნათქვამია წერილში.