ფეხბურთი

19:45 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მოედანზე მეც ბ**ის შვილი ვარ" - კიელინი სუარესის კბენით აღფრთოვანებულია

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების მცველმა ჯორჯო კიელინიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, „მე ჯორჯო“ 2014 წელს, ურუგავისა და იტალიის ნაკრებთა მატჩში ლუის სუარესთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა.

კიელინი სუარესზე ნაწყენი არაა, პირიქით, მის საქციელს აფასებს და ამბობს, მოედანზე თავად უარესიც გაუკეთებია.

„აღფრთოვანებული ვარ მისი ბოროტებით, იმ დღეს, 2014 წლის მუნდიალზე არაფერი უცნაური არ მომხდარა. მე შევაჩერე თამაშის უმეტეს ნაწილში კავანი, კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია.

უცებ შევნიშნე, რომ სუარესმა მხარზე მიკბინა. ეს მოხდა და მორჩა, მაგრამ ეს იყო მისი სტრატეტია ბრძოლაში და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემიც. მე და ის ერთნაირები ვართ და ძალიან მომწონს, მისნაირი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაში. რამდენიმე დღეში დავურეკე და ვუთხარი, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო არ იყო. მოედანზე მეც ძალიან დიდი ბ***ს შვილი ვარ და ამით ვამაყობ. ბოროტება და სიბინძურე ფეხბურთის ნაწილია, ამას დაუშვებელს ვერ ვუწოდებ, მეტოქის დასამარცხებლად ჭკვიანი უნდა იყო“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, 2014 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. მსაჯს კი ეპიზოდი გამორჩა, მაგრამ მოგვიანებით ურუგვაელი სასჯელს ვერ გადაურჩა და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია.

0.150264