კალათბურთი

18:46 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იბეროსტარ ტენერიფე" შერმადინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ესპანური ლიგა ენდესას ბინადარი „იბეროსტარ ტენერიფე“ გიორგი შერმადინთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

Solobasket-ის ინფორმაციით, ქართველი ცენტრი კლუბის პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან. ამ ეტაპზე ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილი არაა.

აქვე გეტყვით, რომ 2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესას ეგიდით შერმადინმა საშუალოდ 26 წუთში 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა, 1.5 პასი, 0.6 ჩაჭრა და 0.5 დაფარება მიითვალა.

0.147795