სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:58 | 7.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ვერ ვუძლებდი და შუა ვარჯიშიდან სახლში გავრბოდი" - კახა კალაძემ კარიერის წლები დეტალურად გაიხსენა
"ბავშვობაში სახლში მისი პოსტერი მქონდა, ერთ დღესაც მასთან ერთად ვთამაშობდი"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცოტა ხნით ფეხბურთისთვისაც მოიცალა და ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში Mediaset-ის ჟურნალისტ, „მილანის“ დიდ გულშემატკივარ კარლო პელეგატის ესაუბრა.

ბუნებრივია, მთავარი თემა „როსონერიში“ გატარებული პერიოდი იყო. სხვათა შორის, ლაივის დასაწყისში პელეგატიმ კალაძეს სიურპრიზი გაუკეთა და როდესაც პირდაპირი ეთერი დაიწყო ცნობილი სიტყვები მოასმენინა, იქამდე სანამ გამარჯობას ეტყოდა - Zanna Bianca. ეს არის კომენტატორის სიტყვები, როდესაც ქართველმა 2006 წელს „ინტერის“ კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

შემდეგ კი მშვენიერი დიალოგიც შედგა და კახამ არაერთი ამბავი გაიხსენა, რომელიც იტალიურ გრანდში გადახდა. საუბარი კი, კიევის „დინამოზე“ და კონკრეტულად ვალერი ლობანოვსკის ცნობილი ვარჯიშების მეთოდზე დაიწყო:

მილანური კარიერის დასაწყისი

მახსოვს, რომ „სან სიროზე“ კიევის „დინამოს“ და „მილანის“ ამხანაგური მატჩი გახლდათ და სტადიონზე უამრავი ხალხი იყო. იმ მატჩში სებასტიანო როსის ჯარიმა გავუტანე. ადრიანო გალიანი და არიედო ბრაიდა რამდენიმე ხანი მაკვირდებოდნენ. ჩვენ, კიევის „დინამოში“ მართლაც ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სეზონები გვქონდა, 1998-1999 წლების სეზონში ნახევარფინალში გავედით, მაგრამ სამწუხაროდ „ბაიერნთან“ დავმარცხდით. გალიანი და ბრაიდა შევჩენკოს თავიდან აკვირდებოდნენ, შემდეგ მათ ჩემი თამაშიც ნახეს ერთ-ერთ მატჩში და ჩემზე დაკვირვებაც დაიწყეს. ორი წლის განმავლობაში „მილანის“ სკაუტები ჩემს თამაშს გამუდმებით აკვირდებოდნენ.

ვალერი ლობანოვსკი

ლობანოვსკისთან ვარჯიშები? თითქმის 18 წლის ვიყავი, როდესაც „დინამოსთან“ კონტრაქტი გავაფორმე. ლობანოვსკის ვარჯიშებს თავდაპირელად ვერ ავყევი, ზოგჯერ ვარჯიშს შუა პროცესში ვტოვებდი, რადგან არ შემეძლო ამის გაკეთება. მახსოვს ერთი ზამთარი, როდესაც გერმანიაში წავედით მოსამზადებლად და მეორე დღეს დილის 7 საათზე დამიბარეს, მითხრეს, რომ უნდა გვევარჯიშა. 45-წუთიანი სირბილი, საუზმე, შემდეგ ისევ ვარჯიში, საღამოს კვლავ იგივე, ეს ძალიან რთული იყო, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა გავაუმჯობესე, აღარ მქონდა პრობლემები. მენტალურად ძალიან დამეხმარა, რადგან იმ გუნდში ყველანი ახალგაზრდები ვიყავით. გვეხმარებოდა საუკეთესო მეთოდით, როგორ მოვმზადებულიყავით მატჩისთვის.

„მილანზე“

„მილანში“ განსაკუთრებული წლები გავატარე, ყველაფერი მოვიგე, როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და გასახდელშიც შესანიშნავი ატმოსფერო იყო.

კარლო ანჩელოტი

გამარჯვებული გუნდი ჩამოაყალიბა გალიანისთან და ბერლუსკონისთან ერთად. ირჩევდა მნიშვნელოვან ფეხბურთელებს და ადამიანებს, შედეგებიც შესაბამისად მოვიდა.

სათამაშო პოზიცია

ჩემი საყვარელი პოზიცია? როდესაც „მილანში“ მივედი ნახევარდაცვაში ვთამაშობდი, შემდეგ მარცხენა ფლანგზე დაცვაში, მაგრამ ჩემი ფავორიტი პოზიცია ცენტრალური მცველი იყო, სადაც კარიერის ბოლო წლებში ვითამაშე.

მალდინი და ნესტა

მალდინი ბავშვობაში ჩემი იდეალი იყო, ოთახში მისი პოსტერი მქონდა. ერთ დღესაც მისი თანაგუნდელი გავხდი და მოედანზე ერთად გავდიოდით. ის ნამდვილი ჩემპიონი იყო, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა, როგორც ნესტა. იმ გუნდში ყველანი ჩემპიონები იყვნენ.

„მილანის“ გამარჯვებულის მენტალიტეტი

გამარჯვების დაუსრულებელი სურვილი? დიდ გუნდებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ. ჩვენ, ფეხბურთელებსაც გვინდოდა ყოველთვის საუკეთესო და უკეთესობა, ყოველდღე ვიბრძოდით, რომ ძირითად შემადგენლობაში მოვხედრილიყავით. „მილანს“, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს ჰქონდა ჩავარდნის და აღმავლობის პერიოდი, მაგრამ მე ვცდილობდი არასდროს დავცემულიყავი, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ მწვრთნელის ნდობა მომეპოვებინა.

„მილანში“ გატანილი გოლები

როდესაც „მილანში“ გადავედი, მაშინვე თამაში მიწევდა. ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე გატანა, ნახევარდაცვაში როდესაც ვთამაშობდი, 4-5 გოლის გატანას ვახერხებდი. როდესაც ჩეზარე მალდინი მოვიდა მწვრთნელად, შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ და „ინტერთან“ დერბი 6:0 მოვიგეთ. ეს ჩემი პირველი „დერბი დელა მადონინა“ იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ განსაკუთრებული თამაში გახლდათ. შევჩენკოს საგოლე პასიც გავუკეთე. დიდებული თამაში ჩავატარეთ.

დერბი ჩემპიონთა ლიგაზე

ძალიან დიდი წნეხი და დაძაბულობა იყო. ეს არ ყოფილა ადვილი თამაში, მაგრამ გუნდის ძალა სწორედ ასეთი მატჩებისთვის სწორ მომზადებაში მდგომარეობდა. ფეხბურთელებმა ვიცოდით, როგორ მოვმზადებულიყავით ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სათამაშოდ და ძალიან ძნელად, რომ შეცდომა დაგვეშვა.

„კიევო“ – „მილანის“ მატჩი იტალიის თასზე (2003 წელს)

რუი კოშტამ საოცარი თამაში ჩაატარა, მე „მაკრატელა“ დარტყმით გავიტანე, შესანიშნავი თამაში იყო.

„იუვე“ – „მილანის“ ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე

გაცუდებული პენალტი? პენალტისტი არ ვიყავი, მაგრამ იმ მომენტში დარტყმის სურვილი არავის ჰქონდა, არავის უნდოდა ბურთთან მისვლა. როდესაც დავარტყი და ბურთი ოდნავ კარისკენ წავიდა, მივხვდი, რომ ვერ გავიტანდი. შევჩენკოს თვალები? (გადამწყვეტი პენალტის მომენტში - რედ) ეს მომენტი კარგად მახსოვს. ფეხბურთი ძალიან მენატრება და ჩემს შვილებთან ერთად ვთამაშობ. მე და შევჩენკო ვერ წარმოვიდგენდით, რომ ერთ დღეს ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. განსაკუთრებული გრძნობა იყო, ყველანი ვოცნებობდით ასეთ რამეზე, რთულია სიტყვებით ამის ახსნა.

სტამბოლის ფინალი

როდესაც სტამბოლში ფინალი წავაგეთ, დეპრესიაში ვიყავით, სასოწარკვეთილები. 3:0-ს ვიგებდით და გვეგონა, რომ მოვიგეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ზეიმი თუ იყო? ეს აბსოლუტურად არაა სიმართლე, მეტიც, ანჩელოტიმ გვითხრა, რომ უკეთესად უნდა გვეთამაშა და ამის ძალა გვქონდა. საბედნიეროდ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ორ წელიწადში მოვახერხეთ.

ინძაგი და კაკა

ინძაგის ნებისმიერ დროს შეეძლო გოლის გატანა, დიდი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გოლის გატანა იცოდა. ასევე კაკაც - ბურთთან ერთად საოცარ ჯადოქრობებს აკეთებდა. პირველივე ვარჯიშზე მივხვდით, რამდენად ძლიერი იყო, ნამდვილი ჩემპიონი.

„მილანის“ გამარჯვება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე

იაპონიაში ის მატჩები ადვილი არ იყო, დროის ზონის გათვალისწინებით. პირველ თამაშში ჩვენ ამ ტიპის პრობლემა გვქონდა, მეორე ჯერზე ისევ „ბოკა ხუნიორსთან“ უფრო მომზადებულები ვიყავით და მოვიგეთ (2003 წელს „მილანმა“ „ბოკასთან“ წააგო, 2007 წელს მოიგო - რედ). იაპონიაში დიდი კულტურის და დიდად განათლებული ხალხი ცხოვრობს.

2009 წელი მალდინის დამშვიდობება

მალდინის გამოსამშვიდობებელი მატჩი ფლორენციაში? პაოლო მალდინი მხოლოდ „მილანის“ სახელი და გვარი არაა, არამედ მთელი მსოფლიო ფეხბურთის. მას არაჩვეულებრივი კარიერა ჰქონდა. პაოლო ძალიან მორიდებული და დიდი ადამიანია, მასში ეს ძალიან მომწონს.

ახლანდელი „მილანი“

როგორც ყველა გულშემატკივარი, მეც არ ვარ მიჩვეული ასეთი „მილანის“ ყურებას, მაგრამ ვიცი, რომ გუნდის მფლობელს დიდი გეგმები აქვს. „მილანი“ არ შეიძლება იყოს ის, რაც ახლაა. „როსონერი“ ყოველთვის დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდეს და იბრძოდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ ზაფხულს კონკურენტუნარიანი გუნდი აშენდება.

კორონავირუსი

საქართველოში მომზადება უფრო ადრე დავიწყეთ, ვიდრე იტალიაში, ყველაფერი დავკეტეთ. მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. დაახლოებით 360 დაინფიცირებული გვყავს (610 ჯამში, აქედან 269 გამოჯანმრთელდა - რედ). ადვილი არაა მუდმივად სახლში დარჩენა, მაგრამ ხალხი ძალიან კარგად მოეკიდა ამ სიტუაციას და წესებს იცავს. თბილისის მერობა? ჩემი წარსული, როგორც ფეხბურთელის, ძალიან დამეხმარა. განსაკუთრებით ის, რომ არასდროს უნდა დანებდე. პოლიტიკაში ფეხბურთისგან განსხვავებით შეცდომის უფლება არ გაქვს, არასდროს არ უნდა შეცდე. მენდობიან და ბევრს ვაკეთებ ქალაქის გასაუმჯობესებლად. დიდი გეგმები გვაქვს.

შეგახსენებთ, კახა კალაძე „მილანში“ 2001-2010 წლებში თამაშობდა, შავ-წითელი მაისურით 284 თამაში ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და ყველაფერი მოიგო: თითოჯერ სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ორ-ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.11362
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X