ფეხბურთი

10:23 | 7.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლესტერის" სკაუტი: "კვირკველია არასდროს ყოფილა ჩვენს გეგმებში"

„ლესტერ სიტის“ სკაუტმა ოლეგ ჩელემეიმ, რომელიც პასუხისმგებელია გერმანიაში და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებში ფეხბურთელების ტრანსფერებზე, სოლომონ კვირკველიას შესახებ ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქართველ ფეხბურთელში „ლესტერი“ არათუ კონკრეტულ თანხას იხდიდა, არამედ მისი კანდიდატურა განხილულიც არ ყოფილა.

„მე და სოლომონმა ეს პირადად ვიცით, ის არასდროს ყოფილა „ლესტერის“ გეგმის ნაწილი. მისი კანდიდატურის განხილვაც კი არ ყოფილა. არ ვიცი, რატომ თქვა გერკუსმა, რომ „ლესტერი“ კვირკველიაში 15 მილიონს იხდიდა. ზოგადად, კვირკველია ჩვენს გუნდში არ განიხილებოდა“, - აღნიშნა ჩელემეიმ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ "რკინიგზელთა" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა „ლოკომოტივის“ მხრიდან დაბლოკილ წინადადებაზე ისაუბრა, როდესაც ინგლისელები ქართველ მცველში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ.

0.122858