ფეხბურთი

15:40 | 2.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

რატომ ჩაიშალა "ლესტერში" კვირკველიას ტრანსფერი 17 მილიონ ევროდ?

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა „ლესტერ სიტიში“ სოლომონ კვირკველიას ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა.

გერკუსის განცხადებით, ინგლისელები 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიდნენ, მაგრამ იური სიომინმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი განაცხადა და ტრანსფერი ჩაიშალა.

„შესანიშნავი მომენტი იყო, ჩვენი კლუბის მიმართ დიდი ინტერესი გახლდათ. „ლესტერი“ კვირკველიაში 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს (17 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი) გვთავაზობდა. მე ვთქვი, რომ ასეთი წინადადება შეიძლება აღარც გამოჩენილიყო.

მაგრამ იური სიომინმა მითხრა: „ჩემპიონი გუნდიდან არავის გავყიდით, ყველასთან კონტრაქტებს გავახანგრძლივებთ“. მე წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა სხვები დაეთანხმნენ, გავაკეთოთ ის, რასაც სიომინი ამბობს, ფულით რკინიგზა დაგვეხმარებაო. ვეუბნებოდი, რომ მოთამაშეების გაყიდვის გარეშე ფინანსური პრობლემები გვექნებოდა და ახლა ისინი ამბობენ, რომ რთული ეკონომიკური ვითარება აქვთ. ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, კარგი მდგომარეობა ვერ გექნება“, - თქვა გერკუსმა.

შეგახსენებთ, მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის ჩემპიონი 2018 წელს გახდა და შესაბამისად, ქართველის პრემიერლიგაში ტრანსფერი სწორედ იმ ზაფხულს ჩაიშალა.

0.107138