ფეხბურთი

23:55 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიური ფეხბურთის ლეგენდას და „მილანის“ ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა. „როსონერის“ ვებგვერდის ცნობით, მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილი დანიელ მალდინი, რომელიც „მილანის“ ფეხბურთელია.

„მილანი“ იტყობინება, რომ პაოლო მალდინის ჩაუტარდა ტესტი მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი დაუდასტურდა. პაოლოს პასუხი დადებითია, ისევე როგორც მისი შვილის, დანიელ მალდინის. პაოლო და დანიელი კარგ მდგომარეობაში არიან და უკვე ორი კვირაა თავიანთ სახლში გარეკონტაქტების გარეშე იმყოფებიან. ისინი გაახანგრძლივებენ კარანტინს იქამდე, რაც აუცილებელია სრულყოფილი გამოჯანმრთელებისთვის“, - ნათქვამია „როსონერის“ განცხადებაში.

მალდინების დაინფიცირება საფეხბურთო კლუბ „მილანში“ პირველი შემთხვევაა. აქვე გეტყვით, რომ დღეს კორონავირუსი „იუვენტუსის“ თავდამსხმელ პაულო დიბალასაც აღმოაჩნდა.

0.110073