ფეხბურთი

22:39 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალას კორონავირუსი აქვს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კორონავირუსით დაინფიცირდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა საზოგადოებას ამის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, ინფორმაცია დაადასტურა ტურინული გუნდის ვებვერდმაც.

დიბალასთან ერთად ტესტმა დადებითი პასუხი მის შეყვარებულს, ორიანა საბატინისაც უჩვენა:

„მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხნის წინ მივიღეთ COVID-19-ის ტესტის პასუხები, რომელიც ამჯერად დადებითია ჩემი და ორიანას შემთხვევაში. საბედნიეროდ, თავს იდეალურად ვგრძნობთ. მადლობა შეტყობინებებისთვის და მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ“, - დაწერა დიბალამ.

დიბალა და ორიანა 11 მარტიდან იზოლირებულნი არიან და ვირუსი უსიმპტომოდ განუვითარდათ. შეგახსენებთ, დიბალა დანიელე რუგანისა და ბლეზ მატუიდის შემდეგ მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

0.116186