საქართველო - ბელარუსის მატჩზე დასაწრები ბილეთები ჩვეულებრივად იმოქმედებს მაშინ, როდესაც ეს თამაში გაიმართება. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს, შეუძლიათ შეინარჩუნონ ბილეთები და როდესაც თამაში გაიმართება, დაესწრნონ.
ბილეთების დაბრუნების სურვილის მქონე ადამიანებს კი შეუძლიათ მიმართონ TKT.GE-ს თანხის ასანაზღაურებლად.
შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი დღეს ოფიციალურად გაურკვეველი ვადით გადაიდო. თამაშის ჩატარების ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა, ხოლო დღევანდელი მონაცემებით სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.