ფლორენციის „ფიორენტინას“ ფეხბურთელ დუშან ვლაჰოვიჩს კორონავირუსი დაუდგინდა. სერბმა ფეხბურთელმა ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ COVID-19-საც ბევრ გოლს გაუტანს.
„მინდა ყველა დავამშვიდო, არ ინერვიულოთ, რადგან კარგად ვარ. იცოდეთ, რომ ნამდვილად იქნება ეს ვირუსი, რომელიც ხელს შემიშლის მისთვის გოლების გატანაში“, - დაწერა ვლაჰოვიჩმა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სერბ ფეხბრუთელს 27 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი შეასრულა.