ფეხბურთი

22:53 | 13.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიის სერია A-ში კორონავირუსით კიდევ ერთი ფეხბურთელია დაინფიცირებული - დუშან ვლაჰოვიჩი. ფლორენციის „ფიორენტინამ“ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

სერბი ფეხბურთელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამ ეტაპზე ვლაჰოვიჩი ასიმპტომურია და საკუთარ სახლში იზოლირებულია. „ფიორენტინამ“ გააქტიურა კანონით მოთხოვნილი ყველა პროცედურა იზოლაციასთან დაკავშირებით და ყველა იმ პირს ჩაუტარდება გამოკვლევა, რომელთაც ვლაჰოვიჩთან კონტაქტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, სერია A-ში კორონავირუსი დანიელე რუგანის და გენუის „სამპდორიას“ ხუთ ფეხბურთელს დაუდასტურდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113222