ფეხბურთი

0:31 | 14.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას დისკვალიფიკაცია გაუქმდა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველ სოლომონ კვირკველიას წითელი ბარათი, შესაბამისად დისკვალიფიკაცია გაუქმდა. გადაწყვეტილება სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო.

„რკინიგზელებმა“ მსაჯის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და შედეგიც მოიმკეს - პროტესტი დაკმაყოფილდა. ამრიგად, ჩვენებურს მომდევნო ტურში თამაშის უფლება ექნება.

„ლოკომოტივმა“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში „ახმატთან“ 1:0 მოიგო, ხოლო კვირკველია 84-ე წუთზე ხელით თამაშის გამო გააძევეს.

0.136954