მოსკოვის „ლოკომოტივი“ სოლომონ კვირკველიას წითელ ბარათს აპროტესტებს. ქართველმა ფეხბურთელმა გროზნოს „ახმატთან“ შეხვედრის 84-ე წუთზე ხელით თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, მისი გუნდი კი პენალტით დაისაჯა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებურს ხელზე მას შემდეგ მოხვდა, რაც ჯერ სხეულზე შეეხო. ამის მიუხედავად, მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამი ქულის მოპოვება და ეს გავაკეთეთ. ჩემი წითელი ბარათი კი გასაჩივრდება, საბედნიეროდ გილერმემ პენალტი მოიგერია, თორემ თამაში განსხვავებული შედეგით დამთავრდებოდა“, - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივმა“ „ახმატი“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება.