ფეხბურთი

18:34 | 25.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორუპი: "ბევრი კარგი რამ ვნახე, ქვილითაიამ გაიტანა, ჩაკვეტაძე - უმატებს"

ბელგიური „გენტის“ მთავარი მწვრთნელი იეს თორუპი „სენტ ტრუიდენთან“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თამაშით კმაყოფილი დარჩა. როგორც სკანდინავიელმა თქვა, ჩაკვეტაძე ყოველვირეულად უმატებს.

„სენტ ტრუიდენთან“ ქვილითაიამ გოლი გაიტანა და პენალტი მოიპოვა, ხოლო ჩაკვეტაძემ საგოლე პასი შეასრულა. რაც მთავარია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშეს.

„ძალიან კარგად ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ბევრი კარგი რამ ვნახე, ჯონათან დავიდმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და მე ამ ბიჭს ძალიან დიდ პატივს ვცემ. გარდა ამისა, ქვილითაიამ პირველი გოლი გაიტანა, ჩაკვეტაძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ჩაკვე ყოველკვირეულად უკეთესად თამაშობს და უმატებს. ახლა, „რომასთან“ მატჩისთვის მზად ვართ, „გელამკო არენა“ ციხესიმაგრეა ჩვენი ფანტასტიკური პუბლიკის წყალობით. ხუთშაბათსაც უნდა მოვინდომოთ“, - თქვა დანიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, „გენტმა“ ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი რომში 0:1 წააგო და ბელგიაში ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.

0.122537