კალათბურთი

0:09 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალი თაობის შერწყმის პროცესი კარგად მიმდინარეობს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სერბეთის ნაკრების ძლევის (94:90) კომენტარი გააკეთა. ბერძენმა სპეციალისტმა როგორც შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, ახლაც ყურადღება გაამახვილა, რომ მთავარი შედეგი არაა.

„პირველ რიგში მინდა ჩემს კალათბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს ეს გამარჯვება მივულოცო. ძნელია ასეთ მოკლე დროში მატჩებისთვის მომზადება, რამდენიმე დღე გვქონდა ვარჯიშების ჩასატარებლად. სერბეთი ჯგუფის ფავორიტია და საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს.

ჩვენთვის კი, მთავარი გამარჯვება არაა, არამედ გამოცდილება, რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეები იღებენ. ეს შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ფინალური ეტაპისთვის მოსამზადებელი პროცესია. საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება და ახალი თაობა მოდის, ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტ 2021-ზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს და შესარჩევ ეტაპზე ფორმალურად ასპარეზობს, სადაც მორიგ მატჩს 27 ნოემბერს ფინეთში ჩაატარებს.

0.11498