საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება მასპინძლის რანგში უკვე მოპოვებული აქვს, მაგრამ ბელგრადში სერბეთთან გამარჯვებას მაინც სხვა გემო აქვს.
გემო, რომელიც იშვიათად გაგვისინჯავს და რომელიც მართლაც დაუვიწყარია. დაუვიწყარია ის ემოციებიც, რომელიც ბელგრადში დღეს გამართულმა შეხვედრამ მოგვიტანა. ევროლიგისა და NBA-ს რეგულაციების გამო სერბეთი, რომელსაც სხვათა შორის, ჩვენი ნაკრების ყოფილი თავკაცი იგორ კოკოშკოვი ავარჯიშებს, უძლიერესი შემადგენლობით ვერ დაგვხვდა მაგრამ იმავე მოტივით ჩვენც გვაკლდა ორი ლიდერი.
თანაც, ბელგრადში, მითუფრო მოტივირებულ სერბეთთან მოგება ყოველთვის სასიხარულო და ღირსშესანიშნავია. ბრწყინვალე მატჩი, რომელიც დიდხანს არ წაიშლება ქართული კალათბურთის მატიანიდან.
შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და თავიდანვე მოიპოვეს ნორმალური უპირატესობა. საწყისი ათწუთეულიც ათი ქულით მოიგეს. თუმცა, სერბებისთვის ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა...
დარჩენილი სამივე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა მოიგო და სერბეთი მისსავე მოედანზე დაამარცხა! ათქულიანი ჩამორჩენის შემცირება ქართველმა კალათბურთელებმა ნელ-ნელა დაიწყეს და მესამე პერიოდის ბოლოსკენ უკვე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. სერბები ორ-სამ ქულაზე მეტით გაქცევას ვეღარ ახერხებდნენ და ნათელი იყო, რომ საქართველო არაფერს დათმობდა.
თად მაკფადენისა და გიორგი შერმადინის შეჩერება სერბებისთვის პრაქტიკულად გადაუჭრელი ამოცანა გახდა. ქართველმა ცენტრმა 23 ქულას 11 მოხნა დაამატა და ორმაგი დუბლი გაიფორმა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებელი 29-ს გაუტოლდა. მატჩის MVP კი, სრულიად დამსახურებულად მაკფადენი გახდა. ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა 36 წუთში 33 ქულა და 7 პასი დააგროვა (31 მარგი ქმედების კოეფიციენტი). განსაკუთრებით გამოსარჩევია მაკფადენის გმირობა ბოლო წამებზე, გარდამტეხ მომენტში. ჯერ იყო და, როდესაც სერბეთი 90:89 იგებდა, სამქულიანით დაგვაწინაურა და მეტოქე უკვე მაშინ ჩააგდო მძიმე ვითარებაში. კოკოშკოვის გუნდის შემდეგი იერიში კი უშედეგო გამოდგა, პირიქით დაჯარიმდნენ კიდეც და თადმა ორივე საჯარიმო გამოიყენა.
შედეგად, საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე მიღებული 4-ქულიანი უპირატესობა უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. ილიას ზუროსის გუნდმა შედეგის თვალსაზრისით უმნიშვნელო მატჩში მეტად მნიშვნელოვანი და პრესტიჟული გამარჯვება იზეიმა. დიახ, ეს პრესტიჟია, როდესაც ბელგრადში სერბეთს ამარცხებ.
კარგის მეტი არაფერი გვეთქმის, შვეიცარიასთან მძიმე გამარჯვებისა და შეიძლება ითქვას უფერული თამაშისა, სამიოდ დღეში საქართველომ დიდი სიხარული მოგვიტანა. ბოლოსკენ ვთქვათ, რომ საქართველო ჯგუფს ორი მოგებით ლიდერობს და მომდევნო მატჩს 27 ნოემბერს, ფინეთში ჩაატარებს. თუმცაღა, კიდევ გავმეორდებით, ამ შესარჩევ ციკლს შედეგის კუთხით საქართველოსთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.
მადლობა, ბიჭებო!!!
სერბეთი - საქართველო 90:94 (28:18, 20:23, 19:24, 23:29)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო
ეს გამარჯვება პირწმინდად მაკფადენისაა !
მარტში ფეხბურთის დროა, ძალიან დიდი იმედი მაქვს ბიჭების
ბრავოოოო! მეტი ყურადღება კალათბურთს,მეტი დაფინსება და არავისზე ნაკლები ჩვენ არ ვართ!!! წლები ამას ვამტკიცებთ რომ ნებისმიერს აი ნებისმიერს ომს ვუმართავთ.
არც ვფიქრობდი ამ თამაშის მოგებაზე უბრალოდ არ მინდოდა დიდი ანგარიშით წაგვეგო, არადა შვეიცარიასთან საშინელი თამაშის მერე არაფრის იმედი არ მქონდა.
ფანტასტიკური გამარჯვება. დიდი მადლობა ბიჭებს, სერბეთში მოგება სერბების წინააღმდეგ ნებისმიერ სახეობაში რთულია მითუმეტეს კალათბურთში. თავიდანვე ეტყობოდა თამაშს რო მიუხედავად მცირე სერბების ფორისა დაქაჩვის გამარჯვების შანსი იყო. მაკფადენი ბრავო ძალიან მაღალი კლასი დადო ჩაერთო თუ არა თამაშში. ბითაძის და შენგელაიას დამატებით საინტერესო გუნდია ძაან. ძველი გუნდის დაშლის მერე რაღაც ეჭვის თვალით უყურებდა ბევრი მომავალს მაგრამ ჩემი აზრით უსაფუძვლოა ეგ ეჭვი ძალიან კარგი გუნდია კარგი ახალგაზრდებით და მთავარი ძალიან მაგარი სპეციალისტით, საოცარი პროფესიონალია ზუროსი, ბერძენის დროს ვისწავლე თ დაცვის თამაში და გუნდი ფსიქოლოგიურად მენტალურად ბევრად ძლიერია ვიდრე იყო. ევროპაზე გასულები ვართ სერბეეთთან აუცილებელ გამარჯვებას ვინ მოითხოვდა გასვლაზე სხვა მწვრთნელები სხვადასხვა სახეობებში ასეთ მატჩებს საჩუქრევს მიაწერენ და სასწავლს წინასწარ შეგუებულები არიან მარცხს მაგრამ ვსწვლობთი და აქ სადაც სატურნირო მდგომარეობითაცც არაფერი წყდებოდა ზუროსმა თამაში მოიგო მოუგო სერბეთს გასვლაზე მოუგო კოკოშკოვს კაცს რომელიც ნბას გუნდს ცოტა ხსნის წინ ავარჯიშებდა და ცოტა ხნის წინ გახდა ევროპის ჩემპიონი. როგორი ემოციური იყო ბერძენი მთელი მატჩი ახლა მატჩის შემდგომი ვიდეობიც ვნახე მაგარი კაცია იცის თავისი საქმე მადლობა დიდი მაგრად გაასწორა
საგოლე პასიც გააკეთა
ჩაკვეტაძეც ძირითადშია..
ქვილითაიამ მაგარი გოლი შეაგდო ))))
ქვილითაიამ პენალტი გამოიმუშავა
stripslashes((strlen('http://goooool.org/online/905305_gent_sint_truiden.html')>0?'http://goooool.org/online/905305_gent_sint_truiden.html':'http://goooool.org/online/905305_gent_sint_truiden.html'))
გენტიიი
მადლობააა
გაოცებული ვარ ზუროსის საკალათბურთო ინტელექტით.. არაფრისგან შეუძლია ამ კაცს შედეგის დადება. უახლესი და გამოუცდელი გუნდით სერბეთში ჩახვიდე და მოუგო.. ბრავო
გენტის ლინკი თუ იცით ვინმემ დაწერეთ გთხოვთ
ეს შენგელიას და ბითაძის გარეშე.
შენგელია და.ბითაძე რომ დაემატებიან, ევროპაზე სიმპატიური გუნდი გვეყოლება
არადა შემადგენლობა იმაზე ბებრად სუსტი გვყავს ვიდრე კოკოშკოვს ყავდა
სღ
samtrediashi baleshikobdit bichebs dzmaooo
მალადცი ბიჭები, ოზურგეთი დავანგრიე ყვირილით
აუჰ, თქვენ გაიხარეთ!
გილოცავთ ყველას, მართლა მაგრად ითამაშეს ბიჭებმა და მადლობა მათ!
ძალიან ვისიამოვნე!
გილოცავთ!ბრავო ბიჭებს!ბრავო ზუროს!
ბრავო ბრავო ბრავოოოოოო, ილიასი დონეაა, ამ გუნდს გოგა და თოკო რო დაემატება მერე იკითხოს ბევრმა ტოპ ნაკრებმა... გილოცავთ
დედა რა იყო ეს?!მადლობა ბიჭებო!!! შერმადინი კლასია,სულ სხვა პლანეტიდანაა
აი ესეთი გვინდა ფეხბურთშიც რა....რა ვერ ვნახეთ ესეთი
ილიააა ზუროსიიიიი ქვია ამ მოგებას..მერამდენედ დაამტკიცა