ფეხბურთი

16:53 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ზოგჯერ დაუფიქრებლად ვლაპარაკობ" - იურგენ კლოპმა თავი იმართლა

„არ მესმის როგორ არ აქვს „იუვენტუსს“ იტალიის ჩემპიონატში 10-ქულიანი უპირატესობა“ - ეს სიტყვები რამდენიმე დღის წინ იურგენ კლოპმა თქვა და განსჯის საგანი გახდა.

გერმანელმა Guardian-თან აღნიშნა, რომ "იუვეს" ისეთი შემადგენლობა ჰყავს, ცხოვრებაში რომ არ უნახავს და გაუგებარია, რომ სერია A-ს დამაჯერებლად ვერ ლიდერებსო.

იურგენის ეს სიტყვები „ბებერი ქალბატონის“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარიზე ზეწოლად შეფასდა, გამოდის, რომ ის ვერ ახერხებდა გუნდის სათანადოდ ათამაშებას. „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კლოპს სწორედ ამ საკითხზე მოუწია განმარტების გაკეთება და აღნიშნა, რომ სარიზე ზეწოლა არც უფიქრია.

„ვწუხვარ, არ მინდოდა სარიზე ზეწოლა მომეხდინა, ასეთი სახის გონებრივ თამაშებს არ ვიყენებ. კითხვა დამისვეს და ზოგჯერ ლაპარაკამდე არ ვფიქრობ. უბრალოდ ვთქვი, რომ არ ვიცი, რატომ არ აქვს „იუვეს“ სერია A-ში 10-ქულიანი უპირატესობა. მერე ვნახე „ლაციო“ – „ინტერის“ მატჩი და მიზეზიც გასაგებია, ეს ორი გუნდია, სხვა არაფერი. „ინტერი“ თავის ადგილს უბრუნდება, ხოლო „ლაციო“ წარმოუდგენელ სეზონს ატარებს. ვიმეორებ, არ მინდოდა მაურიციო სარიზე ზეწოლა, მას ძალიან დიდი პატივს ვცემ“, - თქვა კლოპმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115785