„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა Guardian-თან საუბარში ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა. გერმანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო შემადგენლობა „იუვენტუსს“ ჰყავს და შესაბამისად, მთავარ ფავორიტადაც ტურინული გრანდი მიაჩნია.
თუმცა, იურგენმა არც სხვა გუნდები დაივიწყა და თქვა, რომ კონკურენცია დიდია, გამარჯვებისთვის კი იღბალიც საჭიროა.
„სეზონის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი „იუვენტუსი“ იყო, მაგრამ მე აშკარად არასაკმარისად ვუყურებ იტალიის ჩემპიონატს, რადგან ვერ ვხვდები, როგორ არ აქვს სატურნირო ცხრილში 10-ქულიანი უპირატესობა. „იუვენტუსს“ საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს, ხარისხიანი ფეხბურთელებით, ეს სიგიჟეა.
გარდა ამისა, „ბაიერნსაც“ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, პსჟ-ც წაროუდგენლად დაბალანსებულია. არ უნდა გამოვტოვოთ „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“.
„ლივერპულს“ რაც შეეხება, წარმოდგენა არ მაქვს სადამდე შეგვიძლია მისვლა, მაგრამ ამ მომენტში ამაზე ფიქრი არ გვჭირდება, რადგან მთელი ყურადღება „ატლეტიკოზე“ გვაქვს მიმართული. შარშან დავამტკიცეთ, რომ საუკეთესო გუნდების დამარცხება შეგვიძლია. ბევრი ძლიერი კონკურენტი გვყავს და ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. გამარჯვებისთვის კი იღბალიც აუცილებლად საჭიროა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და პირველი მატჩი ესპანეთში 18 თებერვალს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვეთანხმები იმ აზრს რო უბრალოდ სპორტული პოლიტიკის ამბავში გაკეთებული კომენტარია. პიანიჩი-მატუიდი-რაბიოს ნახევარდაცვა არგაიშვას
იუვეს რომ ვუყურებ, მგონია როგორც აწყობს ისე თამაშობს, გუნდს სერიაში კონკურენტი არც ეხლა ყავს, ეს რაც ეხლა ხდება უბრალოდ თეატრია და ძაბავენ კალენდარს, ეს მოქმედება ხალხზე და ინტრიგას ქმნის, დააკვირდით რამდენად მოიმატა მაყურებლების დასწრებამ მაგ ქალაქებში, გადაჭედილია სტადიონები. იუვე, ინტერი, ლაციო, ატალანტა რომა, მილანი , ნაპოლი , ყველა ამათ თამაშზე დაძაბულობაა.
რაც შეეხება სასტავს, სარი ყველას ათამაშებს და მშვენივრად თამაშობენ თუ უნდათ. დღეს ტოპ ლიგებიდან, ყველაზე სუსტი რეალია, გადაღლილ ფეხბურთს თამაშობს და იგივე ჭირს ბარსელონასაც, უბრალოდ ესპანეთში მთლად ჩაბანძდა ჩემპიონატი
ჩვეულებრივი საფეხბურთო პოლიტიკაა კლოპის ინტერვიუ..... რაის იუვენტუსი,,,, იუვესნაირი ბულკები ბევრი შეუხრამუნებია და ბევრს შეახრამუნებს კიდევ კლოპი
ლივერპული ძალიან. კარგად შეთამაშდა მაგრამ, ამ წელს ამხელა დასუსტებულ პრემიერლიგის მერე ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ძლიერი მეტოქე და ჩამოაშორებენ , ალბათ იუვენტუსი პსჟ იქნება ფინალი
სარისთვის არაა ეს შემადგენლობა.იმ სარიბოლს არც რონალდუ სჭირდება და არც ათიანის პოზია არსებობს სარიბოლში(დიბალა)ამის გარდა ფლანგების ჩართვა ვერ დაარეგულირა და ცენტრში პინიჩი ვერ ეწყობა სიღრმის პლეიმეიკერის როლს.მოკლედ პიზდეცია
ვერც რონალდუ,ვერც დიბალას და ვერც პიანიჩს ვერ იყენებს.ერთადერთი ფეხბურთელი ვინც სარიბოლს ამ იუვეში ეწყობა იდეალურად,ეს კოსტაა
იუვენტუსს მართლა მაგარი შემადგენლობა ყავს.სასტარტო თერთმეტეულით საუკეთესო შემადგენლობა რამდენად ყავს ეგ სხვა თემაა(ჩემი აზრით რეალს ყავს სასტარტო თერთმეტეული ყველაზე მაგარი) მაგრამ სკამი აშკარად ყველაზე კარგი ყავს.2 თანაბარი 11-ეულის გამოყვანა შეუძლია და კიდევ დარჩება 3-4 კაცი სკამზე.ასე რომ რაღაც მხრივ მართალია ეს კაცი
რეალი არ უხსენებია თუ დააკვირდით, ანუ იგულისხმა რეალისთვის ყველაზე მეტად წინააღმდეგობის გაწევის შანსები ვის აქვსო
