ფეხბურთი

15:32 | 16.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე: "ძალიან ბედნიერი ვარ"

თურქული „ანკარაგიუჯუს“ მაისურით სადებიუტო გოლის შემდეგ საბა ლობჟანიძემ კომენტარი გააკეთა. ქართველმა „ფენერბახჩეს“ გაუტანა და სტამბოლური გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა, არაერთი პრობლემა შეუქმნა მეტოქის გამოცდილ მცველებს.

ბუნებრივია, სადებიუტო გოლით და გამარჯვებით საბა ბედნიერი იყო:

„გუნდური ბრძოლის მაგალითი გამოვავლინეთ და ტაქტიკურადაც კარგად ვითამაშეთ. შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლის გატანით. „ქასიმპაშასთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ მომდევნო ორ მატჩში 6 ქულა უნდა მოგვეპოვებინა და ასეც მოხდა. ამიტომ, გახარებული ვარ“, - განაცხადა საბამ თურქულ მედიასთან.

შეგახსენებთ, ლობჟანიძე „ანკარაგიუჯუს“ იანვრის ბოლოს შეუერთდა და თურქულ გუნდში სამი მატჩი ჩაატარა. სამჯერვე საბამ მაღალ დონეზე ითამაშა და მისმა გუნდმა 7 ქულა მოიპოვა, რითაც გასავარდნი ზონა დატოვა.

0.109874