ფეხბურთი

21:24 | 15.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძემ თურქეთში სადებიუტო გოლი "ფენერბახჩეს" გაუტანა! (+VIDEO)

თურქეთის სუპერლიგაში ახლახან გადაბარგებულმა საბა ლობჟანიძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. ჩვენებურის „ანკარაგიუჯუმ“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში საბამ გახსნა. მე-13 წუთზე მიხალაკის აქტიურობის შემდეგ ქართველმა შემტევმა ახლო მანძილიდან დაუცველ კარში გადაგზავნა ბურთი და თანაგუნდელები დაწინაურა.

ლობჟანიძემ საკმაოდ კარგი თამაში ჩაატარა, აქტიურობდა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო მინდორზე. საბამ 73-ე წუთამდე ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ ეს მისი მესამე მატჩია თურქეთში და პირველად გაიტანა.

„ანკარაგიუჯუ“ კი, რომელიც გასავარდნ ზონაში თითქოს უიმედოდ იყო, ზამთრის პაუზის შემდეგ ჩინებულად ათამაშდა და ბოლო სამ მატჩში (რაც ლობჟანიძე გადავიდა) 7 ქულა მოიპოვა. შედეგად, დედაქალაქურმა გუნდმა 20 ქულას მოუყარა თავი, გასავარდნი ზონა დატოვა და მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111828