ეგვიპტის ეროვნული ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აფრიკელმა მოთამაშემ აღნიშნული ტიტული მიმდინარე სეზონში მეორედ მოიპოვა.
გასულ თვეში პრემიერლიგაში სალაჰმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში კი მოჰამედმა 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქე 18-ჯერ დაამწუხრა, ხოლო თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება ცხრაჯერ მისცა.