ფეხბურთი

0:25 | 1.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ანკარაგიუჯიუმ" ერთ დღეში საბა ლობჟანიძის გარდა 14 ფეხბურთელი დაიმატა

დანიური „რანდერსის“ აწ უკვე ყოფილი შემტევი საბა ლობჟანიძე თურქულ „ანკარაგიუჯიუში“ რომ გადავიდა, ეს ჯერ კიდევ გუშინ დადასტურდა. თავდაპირველად ცნობა ოფიციალურად დანიელებმა გაავრცელეს, ხოლო დღეს უკვე თურქულმა გუნდმაც დაწერა ტრანსფერის შესახებ.

საინტერესოა, რომ „ანკარაგიუჯიუს“ სატრანსფერო ბანი მოეხსნა და ამით კლუბმა პირნათლად ისარგებლა. დღეს ერთბაშად 15(!) ფეხბურთელის ტრანსფერი გააოფიციალურა.

ლობჟანიძის გარდა, ანკარელთა ახალწვეულნი არიან:

ნდუკა ოზოკვო, სუატ კაია, მუჰამედ იაშირ კარაბაი, ფათიჰ ტულტაკი, დანიელ ლუკასიკი, ენეს კუბატი, მილოშ სტანოიევიჩი, ატიფა თურანი, ორქან ჩინარი, რიკარდო ფრიდრიხი, აჰმეტ სუნი, კონრად მიხალიკი, გელმინ რივასი და ჟერსონ როდრიგესი.

როგორც ჩანს, „ანკარაგიუჯიუ“ თურქეთის სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სახარბიელო არაა, რადგან 19 ტურის თავზე მხოლოდ 13 ქულა აქვს (4 ქულითაა დაშორებული სამშვიდობო ზონას) და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება.

0.11726