ჯანო ანანიძემ დღეს მოსკოვის „სპარტაკთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ტამბოვი“ სახელდება, რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა.
თუმცა, ჯანოს აგენტი თეიმურაზ ლეპსაია აცხადებს, რომ წინადადებები ევროპიდანაც აქვს და მას გარემოს შეცვლა სურს. „ტამბოვის“ ინტერესი კი არც დაადასტურა და არც უარყო.
„ჯანო აქვს რამდენიმე ვარიანტი ევროპიდან, აგრეთვე რუსეთიდანაც. ჩვენი პრიორიტეტია ვცადოთ გარემოს შეცვლა, ჩემპიონატის და კარიერა განვაახლოთ, ახალი გამოწვევა სურს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპაში 31 იანვრამდე წავიდეთ. ჯანო მხოლოდ 27 წლისაა და არავის ეპარება ეჭვი მის დიდ ნიჭში.
„ტამბოვის“ ინტერესი? როგორც ვიცი, მათ ისაუბრეს ინტერესზე, მაგრამ ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს კონტრაქტის გაფორმებამდე, შესაბამისად, კლუბს ვერ დავასახელებთ“, - თქვა ლეპსაიამ რუსულ მედიასთან.
- ჯანო ანანიძის საუკეთესო მომენტები და გოლები "სპარტაკში" (VIDEO)
- ჯანო ანანიძე: "ჩვენი ბილიკები გაიყო, მაგრამ "სპარტაკი" სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში"
შეგახსენებთ, ანანიძე „სპარტაკის“ ღირსებას 11 წლის განმავლობაში იცავდა, 146 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი შეასრულა. თითოჯერ კი, რუსეთის ჩემპიონატი დ სუპერთასი მოიგო. 2013-2014 წლების სეზონში „როსტოვში“ იჯარით თამაშობდა და რუსეთის თასს დაეუფლა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი ასევე იჯარით სამარის „კრილია სოვეტოვში“ გაატარა.