ფეხბურთი

15:51 | 15.01.2020 | ნანახია 410 - ჯერ

"ტოტენჰემმა" პორტუგალიელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ ლისაბონის „ბენფიკას“ იმედის მომცემი ნახევარმცველი გედსონ ფერნანდესი გაიფორმა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელი ლონდონში 18-თვიანი იჯარით გადავიდა.

ბრიტანული მედია გედსონს კრისტიან ერიკსენის შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც დიდი ალბათობით, მიმდინარე თვეში მილანის „ინტერში“ გადავა.

21 წლის ფერნანდესი „ბენფიკას“ აკადემიის აღზრდილია და „არწივების“ რიგებში 23 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში მოედანზე 2-ჯერ გავიდა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.062671
410