ფეხბურთი

20:43 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს რეკორდების წვიმა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელი გადასარევად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

„კალიარისთან“ შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ 34 წლის პორტუგალიელი ერთბაშად რამდენიმე მიღწევის ავტორი გახდა:

  • ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ჰეთ-თრიქი ინგლისის პრემიერლიგაში, ესპანეთის ლა ლიგასა და იტალიის სერია A-ში შეასრულა.
  • 2008 წლის იანვრიდან ტოპ ხუთ ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 36 ჰეთ-თრიქი. მეორე ადგილზე ლიონელ მესია (34), მესამეზე - ლუის სუარესი (16).
  • პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც სერია A-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
  • კრიშტიანუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო 18 წლის განმავლობაში (2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020) მინიმუმ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს მიმდინარე სეზონში სერია A-ში 13, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 2 გოლი აქვს გატანილი.

0.143173