ფეხბურთი

19:55 | 6.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელი ჰეთ-თრიქით გახსნა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელი დიდებულად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. კრიშტიანუმ „კალიარისთან“ 49-ე, 67-ე და 82-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა ერთ შეხვედრაში 3 გოლი.

საერთოდ, რონალდუს ტურინულ კარიერაში მეორე ჰეთ-თრიქი იყო, პირველად შარშან, ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ გამოირჩა.

საინტერესოა, რომ სერია A-ს ისტორიაში რონალდუ პირველი პორტუგალიელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. „იუვენტუსმა“ კი სარდინიელები 4:0 დაამარცხა, კრიშტიანუს გარდა, თავის გამოჩენა ერთხელ გონსალო იგუაინმა მოახერხა, რომელსაც საგოლე პასი ლუზიტანელმა გაუწია. ასე, რომ რონალდუმ ახალი წელი მართლაც მაჟორულ ნოტაზე დაიწყო: ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა.

0.109311