ფეხბურთი

20:52 | 31.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

Sport-express: "ლოკომოტივში" კვირკველიას მდგომარეობა რთულია"

გავლენიანი რუსული გამოცემა Sport-express-ი მოსკოვის „ლოკომოტივის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სოლომონ კვირკველიაცაა ნახსენები.

რუსული მედიის ცნობით, კვერკველიას მდგომარეობა მოსკოვურ გუნდში გართულებულია.

„ლოკომოტივის“ დაცვის ხაზს ცვლილებები სჭირდება. კვირკველიას შესახებ სიტუაცია რთულია. სიომინი მისთვის შანსის მიცემას გაზაფხულზე გეგმავს, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობას შემოდგომაზე მისი ფორმის ადეკვატური შეფასებით შეუძლია 27 წლის ქართველის გასხვისების ვარიანტებიც განიხილოს. თუმცა, ვინ შეცვლის მას?“, - ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, კვირკველიამ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ, ბერძნულმა მედიამ ჩვენებური საბერძნეთის ჩემპიონ სალონიკის პაოკ-ს დაუკავშირა.

0.11389