ფეხბურთი

2:46 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" კვირკველიას ბერძნულ გუნდში გასხვისებას აპირებს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ მზადაა სოლომონ კვირკველია ბერძნულ პაოკ-ში გაასხვისოს. Sport24.gr-ის ინფორმაციით, „რკინიგზელები“ სალონიკური გუნდის ისლანდიელი ლეგიონერით, სვერირ იგნასონით არიან დაინტერებული.

პაოკ-ის პრეზიდენტი ივან სავიდი იგნასონში 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „ლოკომოტივს“ ეძვირება. ამიტომ, რუსები მზად არიან საბერძნეთში კვირკველია გაუშვან და გარკვეული თანხაც დაამატონ. აღსანიშნავია, რომ იგნასონიც მცველია და მოსკოვში ვედრან ჩორლუკას შემცვლელად ესახებათ.

კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: გამოცემა წერს, რომ ქართველმა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ზაფხულში ხელმძღვანელობასთან მომხდარი კონფლიქტის გამო დაკარგა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩვენებურს ინგლისურ „ლესტერში“ წასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

შეგახსენებთ, სოლომონმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი თამაში ჩაატარა (ერთი რუსეთის პრემიერლიგაში, ერთი რუსეთის თასზე და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე). პაოკ-ს რაც შეეხება, საბერძნეთის სუპერლიგას 16 ტურის შემდეგ ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ოლიმპიაკოსს“ ორი ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117725