კატალონიის „ბარსელონა“ ტიერი ანრის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიწვევას აპირებს. Sport-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ აპრილის თვემდე ერნესტი ვალვერდეს მომავალზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ დიდი შანსია, რომ ესპანელს, რომელსაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, კარისკენ მიუთითონ.
ვალვერდეს შემცვლელად კი, წყაროს ცნობით, ლეგენდარული ფრანგი განიხილება, რომელიც „ბარსელონას“ შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს და მისი კანდიდატურის მთავარი უპირატესობაც ესაა.
ანრი თავდაპირველად ბელგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, შემდეგ „მონაკო“ ჩაიბარა, მაგრამ წარუმატებელი შედეგების გამო მალევე დაითხოვეს. ამჟამად კი, MLS-ში „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელია.