ფეხბურთი

16:58 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო პედრო: "სერია A ძალიან რთულია ჩემპიონატია, ამას რონალდუს შედეგებიც ადასტურებს"

მიმდინარე სეზონში „კალიარი“ შესანიშნავად თამაშობს და ევროპა ლიგის ზონაში იმყოფება. სარდიული გუნდის წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი ჟოაო პედროა, რომელიც გუნდის ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირია.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ სერია A-ში თამაში ძალიან რთულია და ამას კრიშტიანუ რონალდუს ნაჩვენები შედეგებიც ადასტურებს.

„იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია. ეს ძალიან ტაქტიკური ტურნირია. ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთში 40 გოლი გაიტანა, ხოლო იტალიაში 25“, - თქვა ჟოაო პედრომ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პედროს სერია A-ში 11 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს კი 10.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10938