ფეხბურთი

19:57 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თურქული გუნდი, რომელიც ანანიძეს ეპატიჟება, ცნობილია

ჯანო ანანიძე თურქულ გუნდს რომ დაუკავშირეს, დღეს გიამბეთ. თუმცა, იმ დროისთვის კონკრეტული გუნდის სახელი ცნობილი არ იყო. ახლა კი, რუსულმა მედიამ ახალი ცნობები გაავრცელა შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, ჯანოს გადაბირება „დენიზლისფორს“ სურს, რომელიც სუპერლიგაში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. საუბარი სეზონის ბოლომდე იჯარაზე და ამავდროულად, ხელფასის ნაწილს „სპარტაკი“ გადაიხდის.

მოგეხსენებათ, „სახალხო გუნდის“ გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა საჯაროდ ისაუბრა, რომ ანანიძემ იანვარში გუნდიდან გაშვება მოითხოვა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით.

ჯანოს აქამდე მხოლოდ რუსეთში უთამაშია, „სპარტაკის“ გარდა „როსტოვსა“ და „კრილია სოვეტოვში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108547