ფეხბურთი

13:28 | 23.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძე თურქეთის სუპერლიგას უახლოვდება

მოსკოვის „სპარტაკიდან“ ჯანო ანანიძის წასვლა გადაწყვეტილია და ახლა საკითხავი ისაა, სად გაგრძელდება ქართველი ფეხბურთელის კარიერა.

ჯანო წინადადებების დეფიციტს არ უჩივის და თურქეთის სუპერლიგის ვარიანტიც გამოუჩნდა. Business Online-ს ინფორმაციით, ანანიძეს თურქული გუნდი იწვევს და შესაძლოა ტრანსფერი იანვრის დასაწყისში დადასტურდეს კიდეც.

თუმცა, კლუბის სახელი არ კონკრეტდება, მხოლოდ ის გახლავთ ნათვამი, რომ გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.

შეგახსენებთ, ანანიძემ მიმდინარე სეზონში 10 თამაში ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა. „სპარტაკთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და იანვარში მოსკოვიდან მისი აბარგება საიჯარო ხელშეკრულებითაა მოსალოდნელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112147