ფეხბურთი

3:50 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" ისტორიული შედეგი და "ბაიერნის" მაქსიმუმი (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და შესაბამისად, ყველა მერვედფინალისტის ვინაობა ცნობილია. ბოლო სათამაშო დღეს ორი საგზური იყო გასათამაშებელი და ყველაზე მეტად ბერგამოს „ატალანტასა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გაუღიმათ ბედმა.

თავიდნავე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება - იხილეთ ვრცლად.

A ჯგუფი

A ჯგუფში ინტრიგა პრაქტიკულად არ არსებობდა. პსჟ-ს პირველი, „რეალს“ კი მეორე ადგილი ჰქონდათ დაბევებული. ერთადერთი ის იყო გასარკვევი, ვის დარჩებოდა ევროპა ლიგის საგზური და აქაც „გალათასარაის“ შანსი მიზერული იყო, რადგან პარიზში უნდა მოეგო. მოგებას ვინ ჩივის, ფათიჰ თერიმის გუნდს ფრანგებმა შავი დღე აყარეს და 5:0 აჯობეს.

პარალელურად, „ბრიუგემ“ მადრიდის „რეალს“ უფრო დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მაინც ხელმოცარული დარჩა - 1:3.

პსჟ-მ 16 ქულით იპირველა, „რეალმა“ მეორე საფეხური 11 ქულით დაიკავა, ევროპა ლიგაზე „ბრიუგემ“ 3 ქულით გადაინაცვლა, ხოლო „გალათასარაის“ შეუძლია მთლიანად თურქეთის ჩემპიონატზე კონცენტრირდეს.

„ბრიუგე“ – „რეალი“ 1:3 (0:0) VIDEO

ბრიუგე, „იან ბრეიდელი“

მაყურებელი: 27 308

„ბრიუგე“ (4-4-2): მინოლე; კოსონუ, მეხელე, დელი, სობოლი; ვიეტინკი (კატელარე 70), ბალანტა, ვორმერი, ვანაკენი; დენისი, ტაუ (შრივერსი 59)

მწვრთნელი: ფილიპ კლემენი

„რეალი“ (4-3-3): არეოლა; ოდრიოზოლა, ვარანი, მილიტაო, მენდი; მოდრიჩი, კაზემირო, ისკო (ვალვერდე 84); როდრიგო, იოვიჩი (ბენზემა 77), ვინისიუსი (მარიანო დიასი 73)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 როდრიგო (53), 1:1 ვანაკენი (55), 1:2 ვინისიუსი (64), 1:3 მოდრიჩი (90)

გაფრთხილება: ბალანტა (15), კოსონუ (22), სობოლი (34) - მოდრიჩი (6), კაზემირო (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 9 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

„პარი სენ ჟერმენი“ – „გალათასარაი“ 5:0 (2:0) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 46 509

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): სერხიო რიკო; კურზავა, მარკინიოსი, დიალო, ბერნატი (კეჰრერი 75); სარაბია, კუასი (ვერატი (75), პარედესი; მბაპე, იკარდი (კავანი 67), ნეიმარი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; მარიანო, დონკი, მარკაო, ნაგატომო; ლემინა, ნზონზი (ოზბაირაკლი 72), სერი (ინანი 41); ბელჰანდა, მორი (ფალკაო 62), ბაირამი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

გოლები: 1:0 იკარდი (33), 2:0 სარაბია (35), 3:0 ნეიმარი (47), 4:0 მბაპე (63), 5:0 კავანი (84, პენ)

გაფრთხილება: კურზავა (45) - ბელჰანდა (50), ნზონზი (57), მუსლერა (82), ფალკაო (82), ინანი (85), ლემინა (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (10) – 4 (0) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: ისტვან კოვაჩში (რუმინეთი)

B ჯგუფი

ზუსტად იგივე ვითარება იყო B ჯგუფშიც, სადაც მხოლოდ ევროპა ლიგის საგზურის მფლობელის ვინაობა ირკვეოდა. სანამ ამაზე გეტყოდეთ, იქამდე „ბაიერნმა“ „ტოტენჰემი“ დაჯაბნა და ადვილად, 3:1 მოიგო. მიუნხენულმა გიგანტმა ლონდონელებს ორი მატჩის ჯამში შავი დღე დააწია და 10:2 გააცამტვერა. სხვათა შორის, „ბაიერნმა“ ჯგუფური ეტაპი უდანაკარგოდ, 18 ქულით დაასრულა, რაც საუკეთესო შედეგია მისთვის ჯგუფურ ეტაპზე. „ტოტენჰემსაც“ საწუწუნო არაფერი აქვს, მერვედფინალში გავიდა.

ევროპა ლიგაზე კი პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ ითამაშებს. ბოლო ტურამდე მესამე ადგილს „ცრვენა ზვეზდა“ იკავებდა, რომელიც საბერძნეთში ჩავიდა და ფრეც ხელს აძლევდა. დასაწყისში პენალტიც გააცუდა, მაგრამ შემდეგ ბერძნეთი დიდ უპირატესობას დაეუფლნენ და 88-ე წუთზე ელ არაბის პენალტით უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანეს. ამრიგად, „ოლიმპიაკოსმა“ 4 ქულა დააგროვა და „ცრვენა ზვეზდას“ ქულით გაასწრო.

„ბაიერნი“ – „ტოტენჰემი“ 3:1 (2:1) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 66 353

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; პავარი, ხავი მარტინესი (გორეცკა 87), ბოატენგი, დევისი; ტიაგო ალკანტარა, კიმიხი, კოუტინიო; კომანი (მიულერი 27), გნაბრი, პერიშიჩი

მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): გაზანიგა; უოლკერ-პეტერსი, ფოიტი, ალდერვეირელდი, როუზი; დაიერი (ვანიამა 81), სისოკო; ერიკსენი, ლო სელსო (სკიპი 65), სესენიონი; ლუკას მოურა (სონი 65)

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 კომანი (14), 1:1 სესენიონი (20), 2:1 მიულერი (45), 3:1 კოუტინიო (64)

გაფრთხილება: კიმიხი (36) - ლო სელსო (37)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 5 (1) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

„ოლიმპიაკოსი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 1:0 (0:0) VIDEO

ათენი, „კარაისკაკი“

მაყურებელი: 31 898

„ოლიმპიაკოსი“ (4-3-3): ჟოზე სა; ელაბდელაუი, მერია, სემედუ, ციმიკასი; გილერმე, კამარა (გერერო 61), ბუჩაკისი; პოდენსე, ელ არაბი (ბენზია 90), მასურასი (ლოვერა 70)

მწვრთნელი: პედრო მარტინში

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; გობელიჩი, მილუნოვიჩი, დეგენეკი, როდიჩი (ჟანდერი 82); პეტროვიჩი, ივანიჩი; გარსია, მარინი, ვუკანოვიჩი (ბოაჩი 65); ტომანე (ლა პარა 58)

მწვრთნელი: ვლადან მილოიევიჩი

გოლები: 1:0 ელ არაბი (88, პენ)

გაფრთხილება: კამარა (29), გილერმე (42), პოდენსე (45), გერერო (90) - როდიჩი (59), დეგენეკი (70), ბორიანი (70), ჟანდერი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 25 (9) – 5 (2) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

C ჯგუფი

ყველაზე დიდი ინტრიგა ამ ჯგუფში იყო. „მანჩესტერ სიტის“ პირველი საფეხური განაღდებული ჰქონდა და მოტივირებულ ზაგრების „დინამოსთან“ ანგარიშში თავიდანვე ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ გაბრიელ ჟესუსი შეჩერება წარმოუდგენელი გახდა. ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და ხორვატებს ჯგუფიდან გასვლის იმედი გადაუწურა. არადა, პარალელურად განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ „დინამო“ გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალში გავიდოდა. თუმცა, რეალურად, დამარცხდა და არათუ მერვედფინალში, ევროპა ლიგაზეც ვერ გადავიდა.

ხარკოვში, დონეცკის „შახტარს“ „ატალანტასთან“ ფრეც დაკმაყოფილებდა თუ „დინამო“ „სიტის“ ვერ დაამარცხებდა. თუმცა, უკრაინის ჩემპიონმა იტალიურ გუნდთან ვერაფერი გააწყო და მატჩის დასკვნით ნაწილში გაშვებული 3 გოლით მშრალად წააგო. გეტყვით, რომ დავით ხოჭოლავას არ უთამაშია და თადარიგში დარჩა.

„ატალანტამ“ კი 7 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გასვლა სადებიუტო სეზონშივე მოახერხა. სხვათა შორის, „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში „ნიუკასლის“ შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფიდან გასვლა საწყისი სამი მატჩის წაგების შემდეგ შეძლო. თუმცა, მაშინ (2002-2003 წლების სეზონში) „კაჭკაჭებმა“ პირველი ჯგუფური ეტაპი დაძლიეს და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადანაიცვლეს, პლეი-ოფში არ უთამაშიათ. აი, ამ კუთხით თუ შევხედავთ, „ატალანტა“ პირველი გუნდია, რომელმაც პირდაპირ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯგუფში საწყისი სამი თამაშის წაგების შემდეგ შეძლო. ჯამპიერო გასპერინის გუნდისთვის კი ეს არნახული და ისტორიული წარმატებაა, რაზეც უახლეს წარსულში ბერგამოელთა მოყვარულნი ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ.

„დინამო“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:4 (1:1) VIDEO

ზაგრები, „მაქსიმირი“

მაყურებელი: 32 000

„დინამო“ (4-3-3): ლივაკოვიჩი; სტოინაოვიჩი, ადემი, დილავერი, მუბანჯე; კაძიორი (გირა 59), გოიაკი (მაიერი 81), მორო; დანი ოლმო, პეტკოვიჩი, ორშიჩი (ჰაიროვიჩი 81)

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ბრავო; კანსელუ, ოტამენდი (ბელისი (82), გარსია, მენდი; გუნდოგანი, როდრი (სტერლინგი 73), ფოდენი; მაჰრეზი, გაბრიელ ჟესუსი (ზინჩენკო 66), ბერნარდო სილვა

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 დანი ოლმო (10), 1:1 გაბრიელ ჟესუსი (34), 1:2 გაბრიელ ჟესუსი (50), 1:3 გაბრიელ ჟესუსი (54), 1:4 ფოდენი (84)

გაფრთხილება: ადემი (35)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 12 (7) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

„შახტარი“ – „ატალანტა“ 0:3 (0:0) VIDEO

ხარკოვი, „მეტალისტ სტადიონი“

მაყურებელი: 30 000

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; დოდო, კრივცოვი, მატვიენკო, ისმაილი; ალან პატრიკი, სტეპანენკო; ტეტე (მარლოსი 59), კოვალენკო (სოლომონი 71), ტაისონი; მორაეში

მწვრთნელი: ლუიშ კაშტრო

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ჯიმშიტი, პალომინო, მაზიელო (მალინოვსკი 61); კასტენი, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი; პაშალიჩი, გომესი (ჰატებური 90); მურიელი (როხერი 71)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 კასტანი (68), 0:2 პაშალიჩი (80), 0:3 გოსენსი (90)

გაფრთხილება: ალან პატრიკი (50), დოდო (63) - მურიელი (23), ფროილერი (75), ჰატებური (90)

გაძევება: დოდო (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 15 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

D ჯგუფი

ტურინის „იუვენტუსს“ პირველი ადგილი დაბევებული ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლევერკუზენის „ბაიერი“ მაინც დაამარცხა. შედეგად, „იუვემ“ 16 ქულით დაასრულა ასპარეზობა და ამაზე უკეთესად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში არასდროს უთამაშია. ანალოგიურად, 16 ქულა ჰქონდა „ბებერ ქალბატონს“ 1996-1997 და 2004-2005 წლების სეზონში.

მეორე ადგილი მადრიდის „ატლეტიკოს“ დარჩა, რომელმაც მოსკოვის „ლოკომოტივს“ ცალი ფეხით მოუგო და მერვედფინალში მეორე პოზიციით გააღწია. ჩვენთვის კარგი ის მოხდა, რომ იური სიომინმა კეთილი ინება და სოლომონ კვირკველია შეუცვლელად ათამაშა, თუმცავერ ვიტყვით, რომ ქართველი მოედანზე საუკეთესო იყო. ამავე ჯგუფიდან ევროპა ლიგის საგზური „ლევერკუზენს“ დარჩა, ხოლო „ლოკომოტივი“ შიდა ჩემპიონატის ამარა დარჩა.

„ატლეტიკო“ – „ლოკომოტივი“ 2:0 (1:0) VIDEO

მადრიდი, „ვანდა მეტროპოლიტანო“

მაყურებელი: 58 426

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ტრიპიერი, ფელიპე, ჰერმოსო, რენან ლოდი; კორეა (ერერა 68), ტომას პარტეი, კოკე (ლემარი 73), საულ ნიგეზი; ჟოაო ფელიქსი (ლორენტე 82), მორატა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

„ლოკომოტივი“ (4-5-1): კოჩენკოვი; იდოვუ, კვირკველია, ჰიოვედესი, ჩორლუკა (მაგკეევი 69), რიბუსი; მურილო, ჟემალეტდინოვი, კრიხოვიაკი, ალ. მირანჩუკი; ედერი (სმოლოვი 75)

მწვრთნელი: იური სიომინი

გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (17), 2:0 ფელიპე (54)

გაფრთხილება: კორეა (68) - მურილო (40), კრიხოვიაკი (42)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 1 (0) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 5:0 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

„ლევერკუზენი“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0) VIDEO

ლევერკუზენი, „ბაი არენა“

მაყურებელი: 29 542

„ლევერკუზენი“ (4-4-2): ჰრადეცკი; ლ. ბენდერი, დრაგოვიჩი, ს. ბენდერი, სინკგრავენი; ბელარაბი (ბაილი 66), დემირბაი (ბაუმგრატლინგერი 65) არანგიზი, დიაბი; ჰავერცი, ალარიო (ვოლანდი 82)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

„იუვენტუსი“ (4-3-1-2): ბუფონი; დანილო, დემირალი, რუგანი, დე შილიო; კუადრადო (მურატორე 90), პიანიჩი, რაბიო (მატუიდი 85); ბერნარდესკი (დიბალა 66); რონალდუ, იგუაინი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლები: 0:1 რონალდუ (75), 0:2 იგუაინი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 6 (2) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

0.143747