ფეხბურთი

1:59 | 12.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: 1/8 ფინალისტები და ყველა გუნდის შესაძლო მეტოქეები

ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ახლა ევროპის უპრესტიჟლესი ტურნირი ზამთრის პაუზაზე გავიდა, დამდეგი წლის თებერვლიდან კი, ყველაზე საინტერესო სტადია, პლეი-ოფი დაიწყება.

მერვედფინალი შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

I ადგილი: „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ლაიფციგი“, „ვალენსია“

II ადგილი: „რეალი“, „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“, „ჩელსი“

ახლა წილისყრა გველოდება, რომელიც 16 გუნდს დააწყვილებს და ასპარეზობა პლეი-ოფით გაგრძელდება. წილისყრისას კი, ამ ეტაპისთვის რამდენიმე შეზღუდვა არსებობს: პირველ ადგილოსნები მხოლოდ მეორე ადგილოსნებს შეხვდებიან, ერთ ჯგუფში მყოფი და ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდების გზებიც 1/8 ფინალში არ გადაიკვეთება:

შესაბამისად, ყველა გუნდის შესაძლო მეტოქეთა სია ასეთია:

„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო მეტოქეები: „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ჩელსი“

„ბაიერნის“ სავარაუდო მეტოქეები: „რეალი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „ლიონი“, „ჩელსი“

„მანჩესტერ სიტის“ სავარაუდო მეტოქეები: „რეალი“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“

„იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები: „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“, „ჩელსი“

„ლივერპულის“ სავარაუდო მეტოქეები: „რეალი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „დორტმუნდი“, „ლიონი“

„ბარსელონას“ სავარაუდო მეტოქეები: „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“, „ლიონი“, „ჩელსი“

„ლაიფციგის“ სავარაუდო მეტოქეები: „რეალი“, „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ატლეტიკო“, „ნაპოლი“, „ჩელსი“

„ვალენსიას“ სავარაუდო მეტოქეები: „ტოტენჰემი“, „ატალანტა“, „ნაპოლი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“

„რეალის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „ლაიფციგი“

„ტოტენჰემის“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „ლაიფციგი“, „ვალენსია“

„ატალანტას“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ლაიფციგი“, „ვალენსია“

„ატლეტიკოს“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“, „ლაიფციგი“

„ნაპოლის“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“, „ლაიფციგი“, „ვალენსია“

„დორტმუნდის“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „ვალენსია“

„ლიონის“ სავარაუდო მეტოქეები: „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „ბარსელონა“, „ვალენსია“

„ჩელსის“ სავარაუდო მეტოქეები: „პარი სენ ჟერმენი“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ბარსელონა“, „ლაიფციგი“

ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს გაიმართება.

0.137568