ფეხბურთი

4:30 | 8.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქომაგების ოვაციები, ძალიან ახლოს გოლთან და საგოლე პასთან: ჩაკვეტაძის დიდებული დაბრუნება 230 დღის შემდეგ (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძე მწვანე მინდორს 230 დღის შემდეგ დაუბრუნდა და ისე შთაბეჭდავად, თითქოს, 230 საათზე ან წუთზე ვსაუბრობდეთ.

„ზულტე ვარეგემთან“ იეს თორუპმა ჩვენებური მატჩის 76-ე წუთზე სვენ კუმსის ნაცვლად ჩართო თამაშში და გიორგიმ „გელამკო არენაზე“ შოუ მალევე დადგა.

ჩაკვეტაძის მოედანზე გამოჩენას გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა და ისინი სკანდირებდნენ: „ჩაკვე! ჩაკვე! ჩაკვე!“ შეძახილებით გამხნევებულმა ჩვენებურმა მეტოქის დაცვასაც მწირი დროის მიუხედავად თავსატეხი გაუჩინა.

მალევე, საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, დიდებული გოლი გაჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ბურთი მცველს მოხვდა და კუთხური დაინიშნა. ახლოს იყო 20 წლის ქართველი გოლით დაბრუნებასთან და ცოტა ხანში უკვე საგოლე პასამდეც სანტიმეტრები დააკლდა. მოედნის სიღრმიდან დილან მბაიო გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ ბელგიელმა ძელს გაარტყა...

საფინალო სასტვენის შემდეგ ქომაგები კიდევ უფრო აქტიურობდნენ და ჩაკვეტაძის დაბრუნებას მართლაც, რომ ზეიმობდნენ. გიორგის რვათვიანი უქმობის შემდეგ გამოჩენა კი, ნამდვილად დამაიმედებელი და დიდებული გამოდგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108907