ფეხბურთი

1:06 | 8.12.2019 | ნანახია 1596 - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა!

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! „გენტის“ ქართველმა ნახევარმცველმა ბელგიის იუპილერ ლიგის მე-18 ტურში „ზულტე-ვარეგემთან“ ითამაშა და ეს ჩვენებურის პირველი მატჩი იყო 21 აპრილის შემდეგ.

გიორგი თამაშში 76-ე წუთზე სვენ კუმსის ნაცვლად ჩაერთო და ცხადია, ჯერ იდეალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ ცალსახად, ჩინებული სიგნალია მისი დაბრუნება.

მოედანზე სხვა ქართველებიც იყვნენ: გიორგი ქვილითაიამ ბოლო 5 წუთი ითამაშა, ხოლო „ვარეგემის“ რიგებში 46-ე წუთზე ჩაერთო თამაშში და 78-ე წუთზე შეცვალეს ლუკა ზარანდია.

„გენტმა“ კი მატჩის საწყის ნახევარ საათში გატანილი ორი გოლით მოიგო და სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეორე ადგილზეა, მხოლოდ „ბრიუგეს“ ჩამორჩება.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:53 | 08.12.2019
ogafa (10230)

ყოჩაღ

08:41 | 08.12.2019
APOKALIPSIS (101)

ჩაკვე დაგვიბრუნდა
ყურადღებით იყურე ფეხებში, ბალღო, გოლს სხვებიც გაიტანენ
მარტში სასწაულები უნდა აკეთო!

06:57 | 08.12.2019
araza-1918 (6330)

კარგია

02:55 | 08.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

გვეკაიფებიან?განაცხადში არ იყოვო და არ ველოდი.მოსალოცი ამბავია ნამდვილად.იმედია ტრავმები აღარ იქნება გიოს კარიერაში და აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს აქვს მაგის ტალანტი.წარმატებები გიოსაც და ნაკრებსაც პლეიოფში

01:37 | 08.12.2019
რაჭა (10043)

ძლივს...ძალიან სასიამოვნო ფაქტია. ზარანდია რატომ შეცვალეს ტრანვა ხომ არ მიიღო???

01:16 | 08.12.2019
saamtrediel (960)

ბურთის დამჭერი და გუნდის ტვინი დაუბრუნდა გენტს. ახლა შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

01:14 | 08.12.2019
saamtrediel (960)

იმ 15 წუთში, როცა ძირითადად ვარეგემს ჰქონდა ბურთი, 3 ჯერ გაამწვავა თამაში და პენალტი არ დაუდეს კიდე. ახლა იმედიანად ვარ. რაც იყო ის არის. ეს დააწიოკებს ბელგიურ გუნდებს და გენტიც უკეთეს ადგილს დაიჭერს სეზონის ბოლოს.

01:12 | 08.12.2019
dinamo222 (8587)

იდეალური ფორმისგან შირსაა თუ არა არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგად ჩაერთო ერთი მაგარი დაარტყა კარში მიდიოდა ბურთი მაგრამ მცველს მოხვდა და კუთხურზე გავიდა მერეც კარგად თამაშობდა პასებს ანაწილებდა და ბოლო წუთზე 2 მცველს გაცდა მეორე მოსვა ტ...კზე და იმან ძირს დაცემულმა ხელით გააჩერა ბურთი მაგრამ პენალი არ დანიშნეს მოკლედ მაგარ ფორმაშია ჩაკვე !! ქვილითაიაც კარგად ჩაერთო 1-2 ჯერ გაამწვავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067222