ფეხბურთი

16:02 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგა: ოთხივე დივიზიონის წყვილები და ფინალის მასპინძლები

უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა დასრულდა. შედეგად, ოთხივე დივიზიონის ფინალური მატჩის მასპინძელი წყვილებიც გაირკვა და ამასთან, A და C დივიზიონებიც დაკომპლექტდა.

საქართველოს ნაკრებს პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუმართლა, რადგან თუ ნახევარფინალში ბელარუსს დაამარცხებს, ფინალური მატჩიც თბილისში გაიმართება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატზე ორი ნაბიჯია, ორი თამაში და ორივე თბილისში! ცხადია, ადვილი არ იქნება ამ ამოცანის გადაჭრა, მაგრამ ისიც თამამად უნდა ითქვას, რომ დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოსახვედრად, ამაზე მარტივი გზა უბრალოდ არ არსებობს.

ეს, ის შანსია, რომლის განიავება არ შეიძლება, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ვნახოთ, მარტამდე დროა, მაგრამ არც ისე, მთავარია საქართველოს ნაკრები უმნიშვნელოვანეს პერიოდს ფორმაში და მზადყოფნაში შეხვდეს.

იქამდე კი, ერთა ლიგის ოთხივე დივიზიონში ასეთი ვითარებაა:

A დივიზიონი

ნახევარფინალი, 26 მარტი

ისლანდია - რუმინეთი

ბულგარეთი - უნგრეთი

ფინალი, 31 მარტი. ბულგარეთი - უნგრეთის წყვილში გამარჯვებული მასპინძელი იქნება.

B დივიზიონი

ნახევარფინალი 26 მარტი

ბოსნია - ჩრდ. ირლანდია

სლოვაკეთი - ირლანდია

ფინალი, 31 მარტი. ბოსნია - ჩრდ. ირლანდიის წყვილში გამარჯვებული მასპინძელი იქნება.

C დივიზიონი

ნახევარფინალი, 26 მარტი

შოტლანდია - ისრაელი

ნორვეგია - სერბეთი

ფინალი, 31 მარტი. ნორვეგია - სერბეთის წყვილში გამარჯვებული მასპინძელი იქნება.

D დივიზიონი

ნახევარფინალი, 26 მარტი

საქართველო - ბელარუსი

ჩრდ. მაკედონია - კოსოვო

ფინალი, 31 მარტი. საქართველო - ბელარუსის წყვილში გამარჯვებული მასპინძელი იქნება.

0.119172