ცოტა ხნის წინ დასრულდა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა D დივიზიონის პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი ქალაქი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნახევარფინალში ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში ფინალსაც თბილისში ჩაატარებს.
შესაბამისად, საქართველო - ბულარუსის წყვილში გამარჯვებული ფინალურ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში 26 მარტს, საქართველო - ბელარუსს, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია კოსოვოს უმასპინძლებს, ხოლო ფინალი 31 მარტს გაიმართება.