ფეხბურთი

4:04 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შვედეთი ევროპის ჩემპიონატზეა

ევროპის ჩემპიონატის მორიგი ორი მონაწილე ცნობილია. ფინეთმა ისტორიაში პირველად მოიპოვა დიდ ფორუმზე თამაშის უფლება და ამის შესახებ უკვე დავწერეთ, ხოლო „სუომის“ შვედეთის ნაკრებიც შეუერთდა, რომელმაც ბუქარესტში, უშუალო კონკურენტი დაამარცხა.

D ჯგუფი

D ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 8 ქულით დაასრულა, მაგრამ ჯგუფიდან გამსვლელი გუნდების ვინაობა ჯერაც უცნობია. დანია, შვეიცარია და ირლანდია ბოლო ტურში იბრძოლებენ.

შვეიცარიამ „ჯვაროსნებთან“ მოგების შემდეგ 14 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. ბოლო ტურში ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი გიბრალტარს სტუმრობს და ძნელად წარმოსადგენია, რომ ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდეს. შეიძლება შვეიცარიელებს ქულაც არ დასჭირდეთ, თუ პარალელურად ირლანდია დანიას ვერ მოუგებს. თუმცა, ბუნებრივია, ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება, რადგან კელტები ძალიან დიდი მოტივაციით ითამაშებენ.

ირლანდია დანიას 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ დუბლინში დაუხვდება და თუ მოიგებს ქულებით გაუტოლდება. მიკ მაკარტის გუნდს ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა ექნება და ევროპის ჩემპიონატზე გავა. ასე, რომ დიდი ამბები იქნება დუბლინში. დანიამ კი, იქამდე გიბრალტართან ივარჯიშა და 6:0 გაანადგურა. სხვათა შორის, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ სამივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვონ. ამისთვის ირლანდიის გამარჯვება და გიბრალტარი - შვეიცარიის ფრე იქნება საჭირო. მოკლედ, დაველოდოთ, სამ დღეში ძალიან საინტერესო მატჩები გველოდება.

დანია - გიბრალტარი 6:0 (1:0)

გოლები: 1:0 სკოვი (12), 2:0 გიტკიაერი (47), 3:0 ბრაითვაითი (51),4:0 სკოვი (64), 5:0 ერიკსენი (85), 6:0 ერიკსენი (90)

შვეიცარია - საქართველო 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 იტენი (77)

F ჯგუფი

F ჯგუფიდან ესპანეთის ნაკრებს უკვე გაფორმებული ჰქონდა საგზური და შინ მალტა 7:0 გაანადგურა. გამოსარჩევია სანტი კაზორლას გოლი, რომელმაც „ფურია როხას“ მაისურით 2015 წლის შემდეგ პირველად გაიტანა და დანი ოლმოს გოლი. ზაგრების „დინამოს“ უნიჭიერესმა ნახევარმცველმა ეროვნულ ნაკრებში სადებიუტოდ გამოიჩინა თავი.

სამაგიეროდ, ბუქარესტში რუმინეთმა შვედეთს უმასპინძლა. „ვლახები“ სკანდინავიელებს ქულით ჩამორჩნებოდნენ და გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ. თუმცა, მოგებას ვინ ჩივის, რუმინეთმა ბოლო ტურის წინ შანსიც ვერ დაიტოვა და წააგო. შესაბამისად, შვედეთმა რუმინეთს 4 ქულით გაასწრო და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იზეიმა.

ნორვეგია - ფარერები 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 რეგინიუსენი (4), 2:0 ფოსუმი (8), 3:0 სორლოთი (62), 4:0 სორლოთი (65)

რუმინეთი - შვედეთი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბერგი (18), 0:2 ქუაისონი (34)

ესპანეთი - მალტა 7:0 (2:0)

გოლები: 1:0 მორატა (23), 2:0 სანტი კასორლა (41), 3:0 ტორესი (62), 4:0 სარაბია (63), 5:0 ოლმო (69), 6:0 მორენო (71), 7:0 ხესუს ნავასი (85)

J ჯგუფი

J ჯგუფიდან იტალიას ფინეთი შეუერთდა და ისტორიაში პირველად გავიდა არამარტო ევროპის ჩემპიონატზე, არამედ ზოგადად დიდ საფეხბურთო ფორუმზე. ფინეთმა შედარებით ადრე ითამაშა და ამაზე უკვე დავწერეთ კიდეც. ტიემუ პუკის ლიდერობით, „სუომიმ“ აქამდე არნახულ შედეგს მიაღწია...

იტალიის ნაკრებმა კი, ჯგუფში მეცხრე თამაში მოიგო და ქვეჯგუფის სათავეში უდანაკარგოდ იმყოფება. „სკუადრა აძურამ“ ზენიცაში, ბოსნიას ძალიან ადვილად, 3:0 აჯობა. ეს იყო, იტალიის ნაკრების ზედიზედ მეათე გამარჯვება, რაც ამ ნაკრების ისტორიაში თქვენ წარმოიდგინეთ და, პირველად მოხდა. რობერტო მანჩინი კი, ისტორიაში შევიდა.

სომხეთი - საბერძნეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლიმნიოსი (34)

ფინეთი - ლიხტანშტაინი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ტუმინენი (21), 2:0 პუკი (64, პენ), 3:0 პუკი (75)

ბოსნია - იტალია 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 აჩერბი (21), 0:2 ინსინიე (37), 0:3 ბელოტი (52)

თეგებიევრო 2020
0.2472