ფეხბურთი

14:40 | 4.11.2019 | ნანახია 1757 - ჯერ

"ბაიერნის" სამი ვარიანტი - ვინ იქნება კოვაჩის მემკვიდრე?

მიუნხენის „ბაიერნმა“ გუშინ ნიკო კოვაჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად დაითხოვა. უახლოეს ორ მატჩში „ოლიმპიკოსთან“ და „დორტმუნდთან“ „რეკორდმაისტერს“ ხორვატის ასისტენტი შეცვლის, ხოლო სანაკრებო პაუზის დროს გერმანელები ახალ მწვრთნელს დანიშნავენ.

ამ ეტაპზე სამი გვარი დასახელდა - მასიმილიანო ალეგრი, ჟოზე მოურინიო და რალფ რანგნიკი.

ალეგრი და მოურინიო ამ ეტაპზე უსაქმოდ არიან და მართლაც არაა გამორიცხული ბავარიაში რომელიმე ჩავიდეს. მითუფრო, რომ ახლო წარსულში პორტუგალიელმა არაერთხელ გამოთქვა გერმანიაში მუშაობის სურვილი. რაც შეეხება რანგნიკს, სხვებთან შედარებით მისი უპირატესობა ბუნდესლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილებაა.

შეგახსენებთ, „ბაიერნი“ ბუნდესლიგაში 18 ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება და უკანასკნელ 10 წელიწადში ყველაზე მძიმე მარცხი შაბათს განიცადა („აინტრახტთან“ 1:5).


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:10 | 05.11.2019
barca 4 - ever (2051)

არ მევასება ბავარია,მაგრამ არვ "მიაუს" საჯიჯგნად მემეტება.

22:10 | 04.11.2019
Levan911 (2406)

გვაღირსეთ ვინმე ღირსეული. გვაღირსეეეეეეეეეთ!!!!!!

16:45 | 04.11.2019
Bachana705 (373)

ოდნავი ჭკუა თუ შერჩენიათ ჰიონესს და კაიზერ ფრანცს, მოურინიოზე არც უნდა გაიფიქრონ. გუარდიოლას ტიკიტაკა არ მოერგო გერმანულ სტილს და იმიტომაც ააცმევინა ანჩელოტის ტაქტიკამ უპრობლემოდ ლიგაზე და იმ ნაგიჟარის ჩაკეტილ-ნაფაფხურალი რა იქნება.
მარტო ბუნდესლიგას თუ მოიგებს, რაც ბაიერნისთვის ერთი გადაფსმაა, და ეგეც სათავისოდ ექნება საბლატაო, რომ ყველა ტოპ ჩემპიონატი მოვიგეო. თორემ ლიგაზე ათრევენ ნახმარი პლაშივით.
წლის ბოლომდე მოიცადონ და მერე მოიყვანონ ვინმე ნორმალური. ტენ ჰაგი ყველაზე კაი ვარიანტია. ტუხელიც არ იქნება ამათთვის ურიგო, მაგრამ იმას იმხელა ხელფასი აქვს პსჟ-ში, თუ ძალით არ გამოაბუნძულეს, ვადაზე ადრე არ გადმოვა ამ წუწურაქებთან.

15:38 | 04.11.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

ჟოზეს ბარემ ძალიანაც უნდა "სლემის შეკვრა" - ინგლისის, ესპანეთის და იტალიის შემდეგ გერმანიის ჩემპიონობასაც გადაირტყამდა მარტივად.
განა ვინმე დაიკვეხნის საფეხბურთო "დიდი ოთხეულის" ჩემპიონობით ?
მაგრამ სად მაურინიო და სად ბავარია ? გვარდის და ჰაინკესის ნატერფალზე ეს თავისი "კალოშებით" როგორ ივლის ?

14:56 | 04.11.2019
APOKALIPSIS (101)

რანგინკი? ლაიფციგის სპორტული დირექტორი? არამგონია Permament მენეჯერად უნდოდეს ბავარიას განა იმიტომ რო ცუდი მწვრთნელია, შარშან დროებით კი ჩაიბარა ლაიფციგი და მაგის შალკეც ასე თუ ისე კარგი გუნდი იყო მაგრამ ბავარიას ვინმე "ახალი ხელი" ჭირდება + ლაიფციგში მეფესავეთაა რალფი ლამის საფეხბურთო ქალაქი გააკეთა რედ ბულმა და მაგ ყველაფრის კოორდინატორია რაში ჭირდება ახალი თავის ტკივილი?
დანარჩენი 2 არ ჯდება ბაიერნის იდენტობაში და დნმ-ში. ბაიერნს ჭირდება ერიკ ტენ ჰაგი.
წლის ბოლომდე ვინმე დროებით მწვრთნელად დააყენონ და მერე დაჩალიჩდნენ
ვინმე=იუპს ))) თუ ცოცხალია :დ ბოლოს რომ წავიდა ფიზიკურად აღარ შემიძლიაო )

0.1244