საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ განაცხადში 13 წლის ფეხბურთელი მოხვდა! აღნიშნული ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა.
სოსო კოპალიანი „ტორპედოს“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც რანგით უმაღლესი ლიგის სამატჩო განაცხადში 13 წლის ასაკში მოხვდა.
ახალგაზრდა კიპერს 13 წელი 7 ივლისს შეუერთდა. აქვე გეტყვით, რომ „ტორპედომ“ „საბურთალოს“ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია (0:2), მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად აკადემიის შემადგენლობით ითამაშა.