ფეხბურთი

16:53 | 19.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბავშვები დიდი გულით!

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ტორპედო“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ დაუხვდა.

კახ ჩხეტიანის გუნდმა უკვე კარგა ხანია ვარჯიში ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა და აღნიშნულ მატჩში დუბლშემადგნლობისა დ ასკობრივი გუნდის ფეხბურთელებით მოუწია.

მიუხედავად ამისა, ქუთათურებმა გამოცდილ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველი ტაიმი უგოლოდაც დასრულდა. თუმცა, მერე კლასმა და გამოცდილებამ თავი იჩინა. მეორე ტაიმის სტარტზევე გიორგი აბზიანიძის ავტოგოლით ანგარიში გაიხსნა, ხოლო მე-60 წუთზე გიორგი დიასამიძემ საჯარიმო დარტყმით სხვაობა გაზარდა და როგორც გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ნიშანდობლივია, რომ 51-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ პენალტი შეასრულა, მაგრამ „ტორპედოს“ 16 წლის კიპერმა დავით ასათიანმა აუღო. სხვათა შორის, ზუსტად 1 თვის წინ (16 სექტემბერს), ასევე „საბურთალო“ – „ტორპედოს“ მატჩში ასათიანმა ოგნიენ როლოვიჩს აჯობა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან!

„ტორპედო“ კი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა 40 ქულით, მაგრამ საქართველოს ოთხგზის ჩემპიონის წინაშე ახლა სხვა გაცილებით სერიოზული და დიდი პრობლემა-საფიქრალია. „საბურთალომ“ კი, 60 ქულას მოუყარა თავი და ლიდერთა დუეტს 2 ქულამდე მიუახლოვდა, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.

ცნობისთვის, "ტორპედოს" შემადგენლობა (ფეხბურთელები, რომლებიც განაცხადში იყვნენ) ასეთი იყო, დანარჩენილი ისტორიაა: სოსო კოპალიანი (13 წლის), ლუკა ელბაქიძე (15 წლის), ირაკლი მელქაძე (15 წლის)
ლუკა მჟავანაძე (15 წლის), დავით ასათიანი (16 წლის), მურთაზ სანებლიძე (16 წლის), ოთარ აფრიდონიძე (16 წლის), გურამ დეისაძე (16 წლის), სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის), აკაკი მელაძე (16 წლის), ბექა ღირდალაძე (17 წლის), გიორგი აბზიანიძე (18 წლის), ვატანგ ბოჭორიშვილი (18 წლის), თამაზ შარვაშიძე (18 წლის), იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის), მათე აბულაძე (19 წლის), ლუკა ფიფია (21 წლის), ნიკა ქორიძე (22 წლის)

„ტორპედო“ – „საბურთალო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 აბზიანიძე (48, ა.გ), 0:2 დიასამიძე (60)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113143