ფეხბურთი

18:10 | 5.10.2019 | ნანახია NaN - ჯერ

"დილამ" ევროპისკენ გაიხედა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური ბოლნისში, „სიონისა“ და გორის „დილას“ შეხვედრით გაიხსნა. შიდა ქართლელები ბოლო დროს დიდებულ ფორმაში რომ არიან, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

უგოლო ტაიმის შემდეგ „დილა“ მოედანზე შეუჩერებელი იყო და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრა. თავდაპირველად გიორგი კუციამ შეასრულა დუბლი შემდეგ კი ალვინ ფორტესმა ორჯერ დაამწუხრა ბოლნისელები და „დილამ“ დიდი ანგარიშით, 4:0 იმარჯვა.

ეს იყო გორელთა მიჯრით მესამე გამარჯვება და შედეგად, 37 ქულა დააგროვა, რისი წყალობითაც მე-5 ადგილამდე აღზევდა. ამასობაში, "დილამ" ევროპა ლიგის საგზურისკენ გაიხედა, რადგან მეოთხე ადგილს მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ეს პოზიცია შესაძლოა ევროპა ლიგის საგზურის მომტანი აღმოჩნდეს. გააჩნია, როგორ დასრულდება და ვინ მოიგებს სეზონის ბოლოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებას. „სიონი“ კი წარუმატებელ გარჯას აგრძელებს და 31 ქულით ბოლოსწინა პოზიციას იკავებს.

„სიონი“ – „დილა“ 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 კუცია (47), 0:2 კუცია (64), 0:3 ფორტესი (66, პენ), 0:4 ფორტესი (79)


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:46 | 14.08.2013
manutd86 (250)

რა მანჩე წადი ისევ ანჟიში

20:50 | 14.08.2013
nika-man (1456)

მოაშორეთ ეს არ დამანახოთ მანჩეში

20:35 | 14.08.2013
cvitni (519)

გადააშენეთ მანდედან ...

18:48 | 14.08.2013
სავაშა__ (6590)

აღარ სჭირდება ამას გრანდები , ფულის შოვნის დრო დადგა )

18:48 | 14.08.2013
kyra (651)

ეს მანჩესტერი ხო ყველათი ინტერესედება და ვერავის ყიდულობს რა

0.081302