ტოკიოს ტურნირის 1/4-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლუკას პუიე 6:1, 6:2 გაანადგურა. შეხვედრა მხოლოდ 51 წუთს გაგრძელდა.
ფრანგმა სერბს ვერანაირი წინააღმდეგობ ვერ გაუწია. ნოლემ 6-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლოდ პუიემ 2-დან ერთი.
მომდევნო ეტაპზე ნოვაკის მეტოქე გოფინი-ჩანგის გამარჯვებული იქნება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 1.8 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.